workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსა” ფილიპე კოუტინიოს ფასს შეამცირებს

“ბარსა” ფილიპე კოუტინიოს ფასს შეამცირებს

როგორც ირკვევა, ფილიპე კოუტინიო არც “ბარსელონას” და აღარც “ბაიერნს” აღარ სურს.

Sport-ის ცნობით, კატალონიელები მზად არიან 28 წლის ფეხბურთელს ფასი 80 მილიონ ევრომდე დაუკლონ.

ზემოთხსენებული წყაროს ინფორმაციით, ფასის კლების მთავარი მიზეზი ბავარიელების უარია იმ გამოსასყიდი თანხის გადახდაზე, რომელიც “ბარსელონასთან” დადებულ ხელშეკრულებაშია მითითებული (120 მილიონი ევრო).

“ბარსამ” ფილიპე 2018 წელს, ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს ლივერპულიდან შეიძინა. ეს ტრანსფერი მათ 145 მილიონი ევრო დაუჯდათ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროისთვის ბრაზილიელის სატრანსფერო თანხა დაახლოებით 90 მილიონ ევროს უტოლდებოდა.

ფილიპე კოუტინიოს სატრანსფერო ღირებულების ფასმა მაქსიმუმს 2018 წელს მიაღწია, რა დროსაც ნახევარმცველი 150 მილიონი ევროდ ფასობდა. მას შემდეგ მისი კარიერა არც თუ ისე სახარბიელოდ წარიმართა და ამჟამად მისი საშუალო ღირებულება Transfermarkt-ის ცნობით 70 მილიონ ევრომდეა ჩამოსული.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (4)

  • CuleTillIDie
    schedule 12 მარ 2020, 02:43

    ხო ეს გაყიდეთ და ლაუტარო იყიდეთ… ფუ რა სლეები არიან არ შემიძლია უკვე

  • M10 S9 D11
    schedule 12 მარ 2020, 00:57

    80 მილიონად ამის გაყიდვას ჯობია ისევ ჩვენ გამოვიყენოთ

  • ousmane dembele 11
    schedule 11 მარ 2020, 21:04

    დავიბრუნოთ და იქნებ კიკემ სწორად გამოიყენოს
    ტერ შტეგენი
    სემედუ უმტიტი პიკე ალბა
    არტური დე იონგი
    დემბელე მესი კოუტინიო
    გრიზმანი
    როგორია? 😀

  • Albicelecte
    schedule 11 მარ 2020, 21:00

    გრიზმანი+კოუტინიო რომ შესთავაზონ ხალიფას, წესით თანახმა უნდა იყოს ნეიმარში გაცვლაზე (თან ფრანგი შემტევი/ნაკრების ლიდერი ფრანგულ კლუბში ის სვლაა, რაც გულშემატკივრებში აუწევს რეიტინგს)
    უსმანის 9-იანზე მოსინჯვაც შეიძლება მერე, უსმანი/ფატი გაცვლიან ადგილებს 9-იანის პოზიციაზე, ხან ჯეკას ჩაანაცვლებენ, ხან ნეის
    მთავარია ხალიფა დაკერონ….