workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ნაპოლის” გულშემატკივრები “ბარსელონასგან” დაბრუნებული ბილეთების თანხით კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლას ეხმარებიან

“ნაპოლის” გულშემატკივრები “ბარსელონასგან” დაბრუნებული ბილეთების თანხით კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლას ეხმარებიან

გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც “ბარსელონასა” და “ნაპოლის” ჩემპიონთა ლიგის შეხვედრა დახურულ კარს მიღმა ჩატარდება, 5 000 იტალიელ გულშემატკივარს შეეხო: “ნაპოლის” ფანებს მატჩზე დასასწრები ბილეთი უკვე შეძენილი ჰქონდათ. 

ბილეთის ფასი 70 ევრო იყო და ფანებს გადახდილი თანხა უკან დაუბრუნდათ, თუმცა მათ გადაწყვიტეს, თანხა არ აეღოთ და სანაცვლოდ, ნეაპოლში მდებარე კოტუნიოს საავადმყოფოს კორონავირუსის დამარცხებისთვის ბრძოლაში დახმარებოდნენ. 

ნეაპოლელებმა ქველმოქმედების მაგალითი კიდევ ერთი იტალიური კლუბის, “ატალანტას” ქომაგებისგან აიღეს, რომელთა გუნდმაც ესპანეთში, “ვალენსიას” წინააღმდეგ, ასევე ცარიელი ტრიბუნების წინ ითამაშა. 

“ბარსა”-“ნაპოლის” თამაში 18 მარტისტთვის არის დაგეგმილი, თუმცა, ჯერჯერობით ცნობილი არ არის, გაემგზავრებიან თუ არა იტალიელები კატალონიაში.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (4)

  • M10 S9 D11
    schedule 12 მარ 2020, 00:53

    საღოლ ნეაპოლელებს

  • Andres_Iniesta
    schedule 11 მარ 2020, 19:50

    ციტატა: kingarturo

    ციტატა: Andres_Iniesta
    🔥📰 EL Chiringuito: ბარსელონა ნანობს, რომ გაათავისუფლა ვალვერდე. სეტიენი დატოვებს გუნდს, თუ ვერ მოიგებს ჩემპიონთა ლიგას. ❌


    რაც მაგან სირცხვილი გვაჭამა კიდევ ნანობენ?


    არ ვიცი, მარა მაინც მგონია რო წელსაც იგივრ დაგვემართება. და ვალვერდე კი არა მთლიანი გუნდია გასაყრელი

  • BlauGrana_DS
    schedule 11 მარ 2020, 19:28

    ღმერთო შენ უშველე კაცობრიობას და ჩვენს ცივილიზაციას!

  • Andres_Iniesta
    schedule 11 მარ 2020, 18:59

    🔥📰 EL Chiringuito: ბარსელონა ნანობს, რომ გაათავისუფლა ვალვერდე. სეტიენი დატოვებს გუნდს, თუ ვერ მოიგებს ჩემპიონთა ლიგას. ❌