workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
კანისარესი: როცა “ბარსელონას” თამაშს ვუყურებ, მგონია, რომ ჩემპიონი “რეალი” გახდება. როცა “რეალის” თამაშს ვუყურებ – პირიქით

კანისარესი: როცა “ბარსელონას” თამაშს ვუყურებ, მგონია, რომ ჩემპიონი “რეალი” გახდება. როცა “რეალის” თამაშს ვუყურებ – პირიქით

ცნობილმა ესპანელმა მეკარემ, სანტიაგო კანისარესმა, რომელიც კარიერის უდიდესი ნაწილი მადრიდის “რეალსა” და “ვალენსიაში” გაატარა, ლა ლიგის წლევანდელი გათამაშების საჩემპიონო ბრძოლა შეაფასა. 

“ვინ გახდება ჩემპიონი? გააჩნია, რომლის თამაშს უყურებ. როცა “ბარსელონას” თამაშს ვუყურებ, მგონია, რომ “რეალი” მოიგებს, “რეალის” თამაშის ყურების დროს კი პირიქით”. – თქვა მან. 

ტურნირის დასრულებამდე 11 ტურით ადრე, პირველ ადგილს “ბარსა” 58 ქულით იკავებს, “რეალს” კი 56 აქვს. მადრიდის “ატლეტიკოს”, რომელიც სეზონის დაწყებამდე ერთ-ერთ ფავორიტად მიიჩნეოდა, მოგებაზე მეტი ფრე აქვს და ჩემპიონთა ლიგის ზონაში მოხვედრისთვის იბრძვის, მე-3 და მე-4 პოზიციებს კი “სევილია” და “ხეტაფე” იკავებენ. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (10)

  • M10 S9 D11
    schedule 10 მარ 2020, 17:45

    ამას აქედანაც იმას უნდა და იქიდანაც? ჩამოყალიბდი :დდდდ

  • MARI=BARCA-fan
    schedule 10 მარ 2020, 15:00

    გააჩნია, რომლის თამაშს უყურებ. როცა "ბარსელონას" თამაშს ვუყურებ, მგონია, რომ "რეალი" მოიგებს, "რეალის" თამაშის ყურების დროს კი პირიქით". – თქვა მან.

    ============================================================

    მე ბარსას ფორმიდან გამომდინარე თამაშს უფრო ვუსმენ ვიდრე ვუყურებ (ყურებაზე ნერვები მეშლება და გოლს თუ დაიყვირებს მივრბივარ და გამეორებას ვუყურებ, გოლით სიამოვნება კი უკვე იშვიათობა, სამწუხაროდ!
    უზუსტესად ჩამოაყალიბა სათქმელი, ორივე გუნდის ფეხბურტელები უნდა გადააბა ერთმანეთზე და ყველაზე ღრმა ხევში გადაყარო იმ საზიზღარი ანტიფეხბურთის თამაშის გამო რასაც ისინი აჩვენებენ..

  • Messi_G.O.A.T.❤❤❤❤
    schedule 10 მარ 2020, 14:08

    100% – იანი შეფასებააა.

  • nika 54
    schedule 10 მარ 2020, 13:45

    ციტატა: Sergio5
    აი ამ მეკარეზე ვგიჟდებოდი 😍

    დღესაც ერთ-ერთი ყველაზე დაუფასებელი კაცი მგონია იმ პერიოდში


    ცოტა ცერცეტა კი იყო, პენალტს რო ურტყავდნენ საზიზღრად ექცეოდა დამრტყმელს წინ დაუდგებოდა და იმანჭებოდა, თან თვალებში უყურებდა სანამ მსაჯი არ გააფრთხილებდა, კარშიც დარტყმამდე კლოუნივით იქცეოდა ხელებს იქნევდა და ხტუნაობდა. მე მგონი ამ ტინგიცობამ დასაჯა მსოფლიო ჩემპიონატის წინ, სადაც უკვე პირველ მეკარეობაზე ქონდა პრეტენზია. სახლში ვანაში ადეკალონის შუშის ბოთლი გაუტყდა და მერე ზედ ფეხიც დაადგა ისე რო ჭრილობა ძვლამდე ჩაუვიდა. ამის გამო გამოტოვა ჩემპიონატი.

  • Don_Andresito
    schedule 10 მარ 2020, 12:49

    ციტატა: Madrid 4 ever

    ციტატა: Sergio5
    აი ამ მეკარეზე ვგიჟდებოდი 😍

    დღესაც ერთ-ერთი ყველაზე დაუფასებელი კაცი მგონია იმ პერიოდში


    კი ფეხბურთში ბევრჯერ ხდება როცა ვიღაც სათანადოდ არ ფასდება. ტოლდო ძალიან კარგი მეკარე იყო,მაგრამ ბუფონს შეეწირა.


    აბა ტოლდო რა მაგარი იყო რა ბურთები აიღო ევრო 2000ზე გატეხილი ცხვირით. ძალიან მაგარი იყო. კანისარესიც მაგარი იყო მარა ოლივერმა დაჯაბნა იმ ფინალში

  • barca`barca
    schedule 10 მარ 2020, 12:46

    zustad!! 😀

  • Bola
    schedule 10 მარ 2020, 12:37

    უზუსტესი შეფასებაა :დ

  • Flying Johan
    schedule 10 მარ 2020, 12:21

    ესე ზუსტად დაეხასიათებინოს წლევანდელი ლალიგა ვინმეს არ მახსოვს 😀 ბრავო

  • Madrid 4 ever
    schedule 10 მარ 2020, 12:09

    ციტატა: Sergio5
    აი ამ მეკარეზე ვგიჟდებოდი 😍

    დღესაც ერთ-ერთი ყველაზე დაუფასებელი კაცი მგონია იმ პერიოდში


    კი ფეხბურთში ბევრჯერ ხდება როცა ვიღაც სათანადოდ არ ფასდება. ტოლდო ძალიან კარგი მეკარე იყო,მაგრამ ბუფონს შეეწირა.

  • Sergio5
    schedule 10 მარ 2020, 11:51

    აი ამ მეკარეზე ვგიჟდებოდი 😍

    დღესაც ერთ-ერთი ყველაზე დაუფასებელი კაცი მგონია იმ პერიოდში