ნეაპოლში, “სან პაოლოზე”, “ნაპოლისა” და “ბარსელონას” შორის ჩემპიონთა ლიგის პირველი მერვედფინალური შეხვედრა გაიმართა.
უპირატესობა კიკე სეტიენის გუნდის ხელში იყო, თუმცა ანგარიში მატჩის 30-ე წუთზე დრის მერტენსმა გახსნა და იტალიელებმა პირველი ტაიმი მინიმალური სხვაობით მოიგეს. 57-ე წუთზე, გათანაბრება ანტუან გრიზმანმა შეძლო, მაგრამ “ბარსელონამ” დარჩენილ დროში წინ გასვლა ვეღარ მოახერხა. მატჩი 1-1 დასრულდა.
საფინალო სასტვენამდე რამდენიმე წუთით ადრე, “ბარსა” მოედანზე 10 ფეხბურთელით დარჩა – არტურო ვიდალმა, რომელიც დღეს მისთვის უჩვეულო, მარჯვენა ვინგერის პოზიციაზე თამაშობდა, მეორე ყვითელი ბარათი მიიღო.
საპასუხო დაპირისპირება 18 მარტს გაიმართება, იქამდე კი “ბარსა” ლა ლიგის თამაშებს “რეალის”, “სოსიედადისა” და “მალიორკას” წინააღმდეგ ჩაატარებს.

არვიცი, სანამ მართლა მთლიანად არ დაინგრევა გუნდი, სანამ ბოლომდე არ განადგურდება, სავარაუდოდ არაფერი ეშველება.
ფორვარდის გარეშე თამაშობდა გუნდი და რა გინდოდა რომ გაეკეთებინა უაზროდ წინ ვისთვის უნდა მიეწოდებინათ რომ გაემწვავებინათ თამაში, ფორვარდს რომ გავანებოდ თავი 11 კაცი დაცვაში იდგა საკუთარ მოედანზე იტალიური დაცვა კი ვიცით რაც არის , კარგია ერთი გოლი რომ გავიტანედ და არ წავაგედ , კამპნოუზე იძულებული იქნება ნაპოლი გაიხსნას და იქ გამოჩნდება რა ძალაც აქვს ბარსას. მესი ტრანმვით თამაშობს ვიდეოც გავრცელდა თამაშამდე ვარჯიშზე ფეხის კუნთს იტკიებს, ტიპს ვერ უმკურნალეს ნორმალურად და რა გინდა რო გაკეთდეს ?? ერთ თვეში გუნდი არ აშენდება და დაკარგულ ფილოსოფიას ვერ დაიბრუნებს დრო ჭირდება.
Penaltiiiiiiiii
https://goal.ge/news/139901-video-romelic-amtkicebs-rom-mesi-travmit-tamashobs.html
დიდი ხანია მიდის საუბარი მესის ტრანმვასთან დაკავშირებით და აქ ნათლად ჩანს, ამიტოა რომ დადის სტადიონზე ძირითადად, საექიმო შტაბიც ასე რამ გააბანძა რომ ტრანმვებსაც ნორმალურად ვეღარ შველიან ტოო.
პირველი მატჩისთვის ფრე ნორმალურია არ გამკვირვებია რთულ ბრძოლას ველოდი ნაპოლისგან ასეც მოხდა შტერი ვიდალი ყვითელი ბარათი უნდოდა? პიკემაც იტკინა კოჭი კამპ ნოუზე რეალს უჭირს და ნაპოლი დიდ იმედებით ჩამოდის? სასაცილოა 2-0 ან 3-1 დაუსრულებთ კამპ ნოუზე და ჯამში ორი მატჩი 4-1 მოუგებთ მიდით ბიჭებოოო კლასიკოშიც დაადუმეთ რეალი ჩემპიონთა ლიგაზე კი სიტის ვუგულშემატკივროთ რათა რეალმა წააგოს
თამაშის პირველ ტაიმსაც ძალით ვუყურე, ძალიან მრცხვენოდა რომ საყვარელი გუნდის თამაშის ყურება მაღიზიანებდა. ესეთი უღიმღამო, უაზრო, საერთოდ უინტერესო თამაში მე კაი ხანია არ მინახავს. ბარსას იდეოლოგიაო, მაგრამ ეს არარის ბარსას იდეოლოგია, ეს არის უაზრო ბურთის ტანტალი, უფანტაზიო, არაფრის მომტანი.. მაშინაც კი, როდესაც ნაპოლი ბურთს დაკარგავდა და იდეალური მომენტი იქმნებოდა სწრაფი კონტრშეტევისთვის, გუნდი ჩერდებოდა, ელოდებოდა ნაპოლის ფეხბურთელებს რომ თავ-თავიანთ პოზიციებზე დაბრუნებულიყვნენ და იწყებოდა ისევ ბურთის აქეთ იქით თამაში.
არვიცი, სანამ მართლა მთლიანად არ დაინგრევა გუნდი, სანამ ბოლომდე არ განადგურდება, სავარაუდოდ არაფერი ეშველება.
შემდეგი თამაშისთვის დანაკლისი ძაან ცუდია , მაგრამ შედეგი საბოლოო ჯამში ნორმალურია , რა დაცვასაც ნაპოლი თამაშობდა იმასთან შედარებით, კიდე კარგია რო ერთი მაინც გავიტანეთ , ატლეტიკოს ვერ უქნა ვერაფერი ლივერპულმა და ჩვენ ამხელა დანაკლისით რო ვერ ვქენით არც მიკვირს, სუა გვჭირდება ხოლმე ესეთ თამაშებში სასწაულად
სანამ ეს პაჭაპუჭა წვრთნელები ეყოლება ბარსელონას ლიგის მოგებაზე ოცნებაც არ შეიძლება ესეთი თამაშით ბაიერნთან ან ლივერპულთან გასვლაზეე მაგრად გავფარჩაკდებით
marto uefam kiaraa barcelonamac ubda dasajos vidaliii rooo wuwuebs dro mida satamasho ahaa miigoo droo da uazro witelii aikida
ბუსკეცმა კიდე კაი აქ მიიღო ყვითელი თორე შემდეგ თამაშში ან იმის მერე მიიღებდა დაუარესი იქნებოდა. ზოგადად ასეთი ტიპის სტადიონებზე სუ გვიჭირს თამაში თან როცა მოედანი ასეთი სველია. მშვენიერი შედეგია თამაშიდან გამომდინარე. კამპ ნოუზე ჰანდიკაპით მოვიგებთ ძალიან მარტივად და მიხარია რო პუჩსაც მოუწევს თამაში დიდი ალბათობით.
ასეთი უაზრო ბარათები არ უნდა აგვეღო,1-1 კარგი ანგარიშია.
Pirvelad ar davwere vidals gauwitlebentqo da dges ikisra mainc da mainc
კამპ ნოუზე გადავუვლით
მეორე ტაიმი კაი იყო, რთული თამაში იყო ძაან.. კამპ ნოუზე ამოვტენით 💪💓
ეგეც კაია რო გასვლაზე გოლის გატანა დავიწყეთ😂😂