დანიელმა თავდამსხმელმა, მარტინ ბრეითუეიტმა, “ბარსელონას” ფეხბურთელის რანგში პირველი კომენტარი გააკეთა.
“რა თქმა უნდა, ეს ჩემთვის ახდენილი ოცნებაა. ვფიქრობ, ყველა ფეხბურთელს სურს, ასეთ გუნდში ითამაშოს.
მინდა, “ბარსელონასთან” ერთად ბევრი ტიტული მოვიგო. აქ დიდი წნეხის ქვეშ ვართ და ჩვენგან ბევრს ელიან, მე კი ვეცდები, გუნდს წარმატების მიღწევაში ყველანაირად დავეხმარო.
მე ტექნიკური ფეხბურთელი ვარ, ასევე, სისწრაფითა და სიძლიერით გამოვირჩევი, საუკეთესო თვისება კი, ჩემი აზრით, ინტელიგენტურობაა.
საკუთარ თავს “ფეხბურთის მოსწავლეს” ვეძახი. მუდმივად ვცდილობ, მეტი გავიგო და თამაში გავაუმჯობესო.
პირველ რიგში, აქ იმისთვის ვარ, რომ გუნდი გოლებით მოვამარაგო, რადგან ჩემი მოვალეობა გატანაა.
ჩემთვის დიდი დატვირთვა აქვს იმ ფაქტს, რომ მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელის გვერდით ვივარჯიშებ. ამ ყველაფერს მოუთმენლად ველი”. – განაცხადა “ლეგანესის” ყოფილმა შემტევმა.

საქმემან შენმა გამოგაჩინოს.
მოაშორეთ გუნდი გამიბანძეს ველოდო უნდა ალბათ 2030 წელს ამათმა ლიგა რომ მოიგონ
კარგად კი აკენწლა ისე 😀
თავის ქება კარგად გცოდნია და თუ გუნდსაც მოერგები, რაც ყველაზე მთავარია, მაშინ სხვებიც შეგაქებენ და ეს იქნება შენთვის წინგადადგმული დიდი ნაბიჯი, წარმატებები!
წარმატების მეტი რა უ და ვუსურვოთ იმედია გამოადგება გუნდს
წარმატებები, მეტი რა დაგვრჩენია
Swrafi aris ki. Janzecaa. Xedva mshvenieri aqvs. Midi martin uceb adaptirdi da shegvayvare tavi. Warmatebebi.
იმედია 7-8 გოლს მაინც გაიტან.