ქირურგმა, რომელმაც გუშინ “ბარსელონას” ფორვარდს, უსმან დემბელეს ოპერაცია ჩაუტარა, თავის პაციენტზე ისაუბრა.
“ოპერაციამ გეგმის მიხედვით ჩაიარა. ეს ტრავმა უფრო მძიმე იყო, ვიდრე 2017 წლის.”
“ჩემი გამოთვლებით, ის 6 თვეს გამოტოვებს. დარწმუნებული ვარ, უსმანს საუკეთესო წლები წინ აქვს.” – ციტირებს ლასე ლამპეინენის სიტყვებს As.
შეგახსენებთ, რომ დემბელეს გასული წლის ნოემბრიდან არ უთამაშია. მან მიმდინარე სეზონში მხოლოდ 9 მატჩი ჩაატარა. სანამ ტრავმას მიიღებდა, ფრანგმა ერთი გოლის გატანა მოასწრო.

ეს სურათი 2017 წელს რომ გაუკეთეს ოპერაცია მაშინაა გადაღებული.
არადა როგორ მინდა რო ათამაშდეს უდიდესი ტალანტის მქონეა
ტიპს არასდროს არავინ შეხებია და ისე იმტვრევა 😀 და ამას რო იმის მეათასედი მოხვდეს რაც ლეოს მოხვედრია ნაწილებად დაიშლება და მტვერსასრუტით გახდება ასაფხეკი კამპ ნოუდან.
მაგის საუკეთესო წლები აწი ფიფაში ან პესში თუ იქმება თორე ისე ამის არ მჯერა არაფერი ))) ამას თაველბი უნდა აუხვიო და ისე დატოვო სადმე აფრიკის ტყეში იქნება ვეღარ მოგვაგნოს და დაგვასვენოს ამ ინვალიდმა
დემბო თავის ეპოქას შექმნის ბარსაში, ბილბაოს ჯიში მივაცენზურე ასეთი ტალანტის განადგურებისთვის.
ეჰჰ დემბო,დემბოო. ზაფხულში მოგიწევს სხვა გუნდის პოვნა