workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბორნმუთის” მთავარი მწვრთნელი: მესის შეძენით დავინტერესდებით

“ბორნმუთის” მთავარი მწვრთნელი: მესის შეძენით დავინტერესდებით

ერიკ აბიდალისა და ლიონელ მესის კონფლიქტის შემდეგ, პრესაში არგენტინელის “ბარსელონადან” წასვლის შესახებ აქტიურად იწერებოდა. ამ თემაზე “ბორნმუთის” მთავარმა მწვრთნელმა, ედი ჰოუვმა იხუმრა.

“მესი შესანიშნავი მოთამაშეა. თუ მისი შეძენა შესაძლებელი იქნება, არგენტინელით დავინტერესდებით.” – ციტირებს ედი ჰოუვის სიტყვებს Tribuna.

ინგლისელ სპეციალისტს ეს სერიოზულად არ უთქვამს, მაგრამ თუ ოდესმე მესი პრემიერ ლიგაში თამაშს გადაწყვეტს, მას ეს არ გაუჭირდება. ამის თქმის საფუძველს (იმის გარდა, რომ მესი მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშეა) მისი სტატისტიკა გვაძლევს – ლეოს პრემიერ ლიგის ტოპ ექვსი გუნდისთვის (“ჩელსი”, “მანჩესტერ იუნაიტედი”, “არსენალი”, “მანჩესტერ სიტი”, “ლივერპული”, “ტოტენჰემი”) 26-ჯერ გაუტანია, ის მხოლოდ 2 გოლით ჩამორჩება კრიშტიანუ რონალდუს, რომელმაც თავისი კარიერის 6 წელი ინგლისში გაატარა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (7)

  • სპარტაკი
    schedule 09 თებ 2020, 20:30

    ციტატა: messi
    ამას მართლა სჯერა რომ მესი წავა🤣😂?.


    Seriozulad ar utqvamso..

  • messi
    schedule 09 თებ 2020, 18:41

    ამას მართლა სჯერა რომ მესი წავა🤣😂?.

  • azulgerana
    schedule 09 თებ 2020, 18:14

    ამან ფოტოშოპი უნდა გააკეთოს ჯერ კახეთის მერის მსგავსად smile

  • grizmann
    schedule 09 თებ 2020, 17:57

    ჯერ ჩემპიონშიპში არ ჩახვიდეთ და მესიზე მერე იოცნებეთ

  • Messi_G.O.A.T.❤❤❤❤
    schedule 09 თებ 2020, 17:30

    კიდევ ერთი იდიოტი joy

  • M10 S9 D11
    schedule 09 თებ 2020, 17:22

    ეღადავე ჯოდასენს ბიჭო

  • Magician
    schedule 09 თებ 2020, 16:51

    მესიზე რამე ახსენე და ეგრევე პოპულარული ხდები :დ