დღევანდელ პრესკონფერენციაზე, “ბარსელონას” მთავარ მწვრთნელს, კიკე სეტიენს, ლიონელ მესისა და ერიკ აბიდალს შორის არსებულ კონფლიქტზე ჰკითხეს.
“მე მხოლოდ ის შემიძლია, რომ მოთამაშეებს განვითარებაში დავეხმარო. სხვა დანარჩენი არ მაინტერესებს.”
“პრობლემები ყველა კლუბშია. არსებობს პრობლემები, რომლებსაც მე ვერ ვაკონტროლებ, ამიტომ გთხოვთ, ფეხბურთზე მესაუბრეთ, რადგან სხვა არაფერი მადარდებს.”
“ფეხბურთელებთან ამ ინციდენტზე ცოტა ხნით ვისაუბრეთ. უბრალოდ დავრწმუნდით, რომ ასეთი რაღაცები ჩვენზე გავლენას არ მოახდენდა. ეს არ მანაღვლებს, რაც მაინტერესებს არის – ფეხბურთი.” – ციტირებს კიკე სეტიენის სიტყვებს ESPN.

აი ზუსტად ესე უნდა ეპასუხა აბიდალსაც
ძლივს ათამაშდა გუნდი,სირბილით მოგება დაიწყეს და ერთ უჯრედიანმა ყველაფერი წყალში ჩაყარა.
დიდი იმედებით ამ კაცის მიმართ არ ვიყავი განწყობილი მაგრამ ყველაზე მეტად შექმნილ სიტვაციაში ეს კაცი მეოცდება, გუნდი დაშლის პირას მიუყვანეს..