workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსამ” “ლევანტეს” ფატის დუბლით მოუგო – “რეალთან” ჩამორჩენა 3 ქულაა

“ბარსამ” “ლევანტეს” ფატის დუბლით მოუგო – “რეალთან” ჩამორჩენა 3 ქულაა

“ბარსელონამ” ლა ლიგის 22-ე ტურში, “კამპ ნოუზე”, “ლევანტეს” უმასპინძლა. 

მატჩი კატალონიელების გამარჯვებით, 2-1 დასრულდა. პირველ ტაიმში, ორწუთიან მონაკვეთში, “ბარსამ” ორი გოლი გაიტანა – ლიონელ მესის პასები ანსუ ფატიმ გოლით ორჯერ დააგვირგვინა (1-0, 2-0).ეს 17 წლის შემტევისთვის პირველი დუბლი იყო.

ანსუს გოლებს სტუმრებმა მეორე ტაიმის დამატებულ წუთებზე უპასუხეს: თავი რუბენ როჩინამ გამოიჩინა და სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა, თუმცა პაკო ლოპესის გუნდმა მეტის გაკეთება ვეღარ მოახერხა.

“ბარსელონას” ანგარიშზე ახლა 46 ქულაა, მადრიდის “რეალს” კი, რომელმაც ამ ტურში “ატლეტიკოსთან” ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა, სამით მეტი აქვს. 

“ბარსა” მომდევნო ტურში “რეალ ბეტისს” ესტუმრება, ხოლო იქამდე, 6 (თბილისის დროით 7) თებერვალს, ესპანეთის თასის 1/4-ფინალში ბილბაოს “ატლეტიკს” დაუპირისპირდება. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (8)

  • Aron ralston
    schedule 03 თებ 2020, 17:30

    ბოდიში და ასეთი ყ.ლე სეზონი ბოლოს როდის გვქონდა აღარც მახსოვს აგერ ნახეთ ამ ფორმაციის ბარსას ყველა გრანდი გააპობს შუაზე

  • ana anukii
    schedule 03 თებ 2020, 10:34

    ციტატა: o.dembele11

    ციტატა: ana anukii
    რეალი უეთიერთშეხვედრაში თუ ვერ დავამარცხეთ ჩათვალეთ ლალიგას დავკარგავთ


    ლალიგას დედაც ლიგა დაიდოს ❤️💙🙊


    ამ შემადგებლობით და ასეთი ცუდი ფორმით ლიგის დადება შეუძლებელია

  • o.dembele11
    schedule 03 თებ 2020, 02:10

    ციტატა: ana anukii
    რეალი უეთიერთშეხვედრაში თუ ვერ დავამარცხეთ ჩათვალეთ ლალიგას დავკარგავთ


    ლალიგას დედაც ლიგა დაიდოს ❤️💙🙊

  • Bola
    schedule 03 თებ 2020, 02:05

    ფინტები და ტექნიკა დამანახე ფატიი… ნიჭიიი მინდა შეგატყო კოჭებში მარტო გოლი არაფერია…. თავიდან უფრო იგონებდა რაღაცებს… ბოლო პერიოდია კრეატივს ვერ ვამჩნევ. ჯერ 17 წლისაა კაცო მარა არ უნდა ჩაკვდეს ეხლა მაინც.

  • o.dembele11
    schedule 03 თებ 2020, 02:04

    ბევრი რამაა გამოსასწორებელი, მთავარია ის, რომ კიკემ არ იფიქროს ანგარიშის შენარჩუნებაზე რაც არი ნებისმიერის თვის დამღუპველი, მაგიტო გაუშვეს ვალვერდე თორე ცუდი არც ეგ იყო მიმწოლი არიყო და კიც გვაჭამა 2ჯერ სირცხვილი, იმედია კიკე იგივეს არგაიმეორებ

  • ana anukii
    schedule 03 თებ 2020, 02:04

    რეალი უეთიერთშეხვედრაში თუ ვერ დავამარცხეთ ჩათვალეთ ლალიგას დავკარგავთ

  • M10 S9 D11
    schedule 03 თებ 2020, 02:04

    აუ მესი მოგამტვრევ მაგ ფეხებს შემდეგ ტურში თუ მინიმუ სამ გოლს თუ არ გაიტან გაგასწრო იმ პიჟონმა ულვე ხუთი გოლით ლევანდოვსკიზე და იმობილეზე ხო ზედმეტია ლაპარაკი

  • Messi_G.O.A.T.❤❤❤❤
    schedule 03 თებ 2020, 02:03

    მხოლოდ მესის უგოლო სერია მიტყდება, რა უბედურებაა ამდენი გაფუჭება? გრიზმაც მაგრად წაუბენზემა.