“ბარსელონამ” კატალონიური დერბიში ქულები დაკარგა

“ბარსელონამ” კატალონიური დერბიში ქულები დაკარგა

“ბარსელონამ” 2020 წლის პირველი მატჩი “ესპანიოლის” წინააღმდეგ ჩაატარა. შეხვედრა ფრედ, 2-2 დასრულდა. 

პირველი ტაიმი “ესპანიოლმა” დავიდ ლოპესის მიერ 23-ე წუთზე გატანილი გოლით მოიგო, მეორე ნახევრის დასაწყისში კი ლუის სუარესისა და არტურო ვიდალის გოლებით “ბარსა” წინ გავიდა. თუმცა, შეხვედრის ბოლოს სტუმარი გუნდი მოედანზე 10 ფეხბურთელით დარჩა – ფრენკი დე იონგი გააძევეს – და გოლიც გაუშვა (ვუ ლეი, 88′). 

19 ტურის შემდეგ, “ბარსელონასა” და მადრიდის “რეალს” 40 ქულა აქვთ. “რეალმა” ამ ტურის მატჩი “ხეტაფესთან” გამართა და მეტოქე 3-0 დაამარცხა. 

მომდევნო ტურში ერნესტო ვალვერდეს გუნდი “გრანადას” დაუპირისპირდება, იქამდე კი საუდის არაბეთში ესპანეთის სუპერ თასზე ითამაშებს. 

დაგვიჭირე მხარი Patreon-ზე!

გახდი Barcamania-ს პატრონი და მიიღე ექსკლუზიური წვდომა, რეკლამების გარეშე საიტი და სხვა პრივილეგიები.

გაიგე მეტი arrow_forward

forum კომენტარები (4)

  • GiorgiM86
    schedule 05 იან 2020, 12:04

    ვალვერდე, გაასხი სასწრაფოდ გუნდიდან!!!

  • deevid
    schedule 05 იან 2020, 10:38

    ეს დედა პირში მოხნული ვალვერდე. სანამ ბოლომდე არ დაახლევებს გუნდს, მანამდე არ გააჯმევინებენ.

    აშკარაა რო ვალვერდემ დააქცია გუნდი, ნუთუ ამას ხელმძგვანელობა ვერ ამჩნევს.

  • njanka1977
    schedule 05 იან 2020, 09:37

    იმედია, დიეგო ლოპესი როცა მოკვდება, ჯოჯოხეთში მოხვდება და განუწყვეტელი ბარსას პენლების მოგერიება ექნება მისჯილი, საუკუნოდ, ისეთების, აი ყველა მოთამაშე ერთდროულად რომ ურტყავს , თან განუწყვეტლივ, რომლებიც ზოგი თავში ხვდება, ზოგი კვერცხებში, ზოგი სახეში და კოპებზე კოპები დააჯდება, ეს ,,სპორტულ გრძელ შარვლიანი ნიკულინი" ეს…როგორ გაიგიჟებს ხოლმე თავს ბარსელონასთან, რომელ გუნდშიც გინდა თამაშობდეს.

  • Messi_G.O.A.T.❤❤❤❤
    schedule 05 იან 2020, 02:03

    სამარცხვინო მატჩი!