workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსელონას” ოფიციალური ფანკლუბი ისევ ჩემპიონია 🏆

“ბარსელონას” ოფიციალური ფანკლუბი ისევ ჩემპიონია 🏆

კვირას, 29 დეკემბერს, გაიმართა საფეხბურთო ინტელექტუალური თამაშის, “მე-12 მოთამაშეს” ბოლო, მე-4 ტური.

პირველი 3 ტურის დამაჯერებლად მოგების გამო, “ბარსელონას” ოფიციალური ფანკლუბის გუნდი “ბლაუგრანა” ბოლო ტურს დიდი, 25-ქულიანი უპირატესობით შეხვდა. თუმცა, ჩვენი ფანკლუბის უკვე პრინციპულ მეტოქედ ჩამოყალიბებულმა “აჭარასპორტმა” შეუძლებელი თითქმის შეძლო და ბოლო 5 კითხვის წინ, სხვაობა 15 ქულამდე შეამცირა.

საბოლოოდ, “ბლაუგრანამ” 15-ქულიანი უპირატესობა შეინარჩუნა და 3 სეზონიდან მეორეს ჩემპიონი გახდა. შესაბამისად, ჩვენმა გუნდმა 2019 წლის საუკეთესო გუნდის სტატუსიც მოიპოვა. 3 სეზონის შემდეგ, “ბლაუგრანას” აქტივში 2 ჩემპიონობა და ერთი მე-2 ადგილია.

აღსანიშნავია ისიც, რომ ამ სეზონში პირველად დაფიქსირდა შემთხვევა, როდესაც ბოლო ტურის წინ ჩემპიონის ბედი უკვე გარკვეული იყო – “ბლაუგრანამ” პირველობა 3 კითხვით ადრე გაინაღდა.

ჩემპიონებს, ორგანიზატორების მიერ დაწესებული თასის გარდა, შემდეგი ორგანიზაციების მიერ დაწესებული პრიზები შეხვდათ: საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია, სეტანტა, სარაჯიშვილი, საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაცია, კანტი.

ჩემპიონი გუნდის შემადგენლობა: ილო ბაბუხადია, ნიკა ტაბატაძე, ტატო ბაციკაძე, ანდრია პროსტოსერდოვი, მიშა ზაქარეიშვილი, გიორგი ანთაძე. ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ ტატო ბაციკაძე დასახელდა.

2020 წლიდან, ამ გუნდის თამაშის უკვე ტელეეთერში ხილვა შეგეძლებათ.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში