ანსუ ფატის პირველი მწვრთნელი მარკ სერა იმ დროს იხსენებს, როდესაც ფეხბურთელი კატალონიურ გუნდში პირველ ნაბიჯებს დგამდა.
ფატი “ბარსელონას” აკადემიას 2012 წელს, 10 წლის ასაკში შეუერთდა, “ბლაუგრანას” 11-წლამდელთა გუნდში კი მისი მწვრთნელი სწორედ მარკ სერა იყო.
“მახსოვს, რომ თამაშის შემდეგ, ის მატარებელზე მიიჩქაროდა. მგზავრობის დროს მან მოკლე ტექსტური შეტყობინება გამომიგზავნა, ჩატარებული თამაშისთვის ბოდიში მომიხადა და შემპირდა, რომ შემდეგ ჯერზე უკეთ ითამაშებდა. ამ შეტყობინებას დღემდე ვინახავ. ის მხოლოდ 10 წლის იყო.” – ციტირებს მარკ სერას სიტყვებს “ბარსელონას” ოფიციალური ვებგვერდი.



მაგარია ანსუმანეეე,წარმატებებიიიი.
მთავარია თავში არ აუვარდეს
ცოტა ტრენერში გაუმართლოს და ყველაფერი თავისით მოვა
ჰაჰ რა საყვარელია 😂😂😂
დღემდე ინახავ არა ის 😂 რა აფერისტია ტიპი
5-6 weliwadshi mag sms-shi milionobit mayuts aighebs es kaci ase tu gaagrdzela am bichma. Wingaxeduli kacia