workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ფრენკი დე იონგი: ისეთი დომინანტი აღარ ვარ, როგორიც “აიაქსში” ვიყავი

ფრენკი დე იონგი: ისეთი დომინანტი აღარ ვარ, როგორიც “აიაქსში” ვიყავი

“ბარსელონას” ჰოლანდიელმა ნახევარმცველმა, ფრენკი დე იონგმა კატალონიურ კლუბში გავლილ ადაპტაციაზე ისაუბრა.

“დროდადრო ჩემს შესაძლებლობებს ვავლენ, მაგრამ ბევრად მეტი შემიძლია. ისეთი დომინანტი აღარ ვარ, როგორიც “აიაქსში” ვიყავი. იმ პოზიციიდან, რომელზეც ახლა ვთამაშობ, მეტი გოლი უნდა გავიტანო და ასისტი გავაკეთო.”

“როგორც მწვრთნელი ამბობს, მრავალმხრივი მოთამაშე ვარ და ეს მოედანზე ჩვენს სასიკეთოდ უნდა გამოვიყენოთ. გასაუმჯობესებლად პატარ-პატარა ცვლილებები და დრო მჭირდება. ახლა, მარცხენა ნახევარმცველის პოზიციაზე ვთამაშობ, რადგან არტური ტრავმირებულია.”

“აქ თითქმის ნახევარი წელია რაც ვთამაშობ და მიღებული სათამაშო დროით კმაყოფილი ვარ. ყოველი დღით სიამოვნებას ვიღებ და ვარჯიშებზე თავს ძალიან კომფორტულად ვგრძნობ.” – ციტირებს ფრენკი დე იონგის სიტყვებს De Telegraaf.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (11)

  • Don_Andresito
    schedule 25 დეკ 2019, 20:07

    ბარსაში ამას კი არა ჩავის და ინის არ გაქონდათ გოლები. როცა მესია შეტევაში, ხან ანრი ეტოო ყავს გვერდით, ხან ვილია, ხან ნეიმარი სუარესი და გრიზმანი, ნახევარმცველმა უნდა აკეთოს თავისი საქმე. ბურთის დაჭერა, ჩაჭრა, პასების კეთება და ასე შემდეგ.

  • nika 54
    schedule 25 დეკ 2019, 11:50

    რა მოხდა, ბუსკეტცი ამდენი წელია გუნდის ბურჯია და ვერც ვიგონებ რამდენი გოლი გაიტანა, სამაგიეროდ ვერც იმას ვიგონებ რამდენი საგოლე მომენტი შექმნა.

  • messi
    schedule 25 დეკ 2019, 10:58

    რა გინდა შეიძლება გოლს ვერ იტან მარა გუნდს ათამაშებ კარგ პასებს აკეთებ ტექნიკური xარ ამასთან ახალგაზრდაც ხარ და დროსთან ერთად გოლებიც მოვა

  • M10 S9 D11
    schedule 25 დეკ 2019, 01:39

    ვერ იყენებს ამას ვალვერდე ვერა

  • sandro89
    schedule 25 დეკ 2019, 00:11

    მაგარიხარ ფრენკი ეს ჭირი წავა და დარტმაც გექნება და გოლებიც

  • Nika__
    schedule 25 დეკ 2019, 00:05

    ციტატა: philipe coutinho

    ციტატა: Nika__
    სუპერ ნახევარმცველიხარ პროსტა დაარტყი ხოლმე რა ესდედაატირებული კაი დაჯენილი დარტყმა გაქ და😂


    ისე გაამახვილა ყურადღება მეტი უნდა გამქონდესო დაიწყებს დარტყმას უეჭველი


    Xo bazari araa mara jer sanam is chaqindruli penaldo uefaze mesis golebit uswrebs manamde asistebs miawves da mere urtyas ramdenic enebos😂😂😂

  • Messi_G.O.A.T.❤❤❤❤
    schedule 24 დეკ 2019, 23:48

    საუკეთესო ხარ ფრენკი და 10 წლიანი პროექტი!

  • philipe coutinho
    schedule 24 დეკ 2019, 23:38

    ციტატა: Nika__
    სუპერ ნახევარმცველიხარ პროსტა დაარტყი ხოლმე რა ესდედაატირებული კაი დაჯენილი დარტყმა გაქ და😂


    ისე გაამახვილა ყურადღება მეტი უნდა გამქონდესო დაიწყებს დარტყმას უეჭველი

  • MATS
    schedule 24 დეკ 2019, 23:37

    დიდი ხანია ასე ფეხბურთელს არ გაუმართლებია ბარსაში. რამდენი ტრანსფერი გაკეთდა ბოლო წლებში და ფრენკი ყველაზე გამორჩეული ტრანსფერია.ბარსას უკეთესად თამაში ეკუთვნის ვალვერდეა მოსაშრებელი და ყველაფერი დალაგდება.

  • BEQA BARCA
    schedule 24 დეკ 2019, 23:33

    უმაგრესი ხარ ფრენკიი

  • Nika__
    schedule 24 დეკ 2019, 23:04

    სუპერ ნახევარმცველიხარ პროსტა დაარტყი ხოლმე რა ესდედაატირებული კაი დაჯენილი დარტყმა გაქ და😂