workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
საფეხბურთო ვიქტორინაში “ბარსას” ფანკლუბის დომინირება გრძელდება

საფეხბურთო ვიქტორინაში “ბარსას” ფანკლუბის დომინირება გრძელდება

გუშინ გაიმართა საფეხბურთო ვიქტორინა “მე-12 მოთამაშეს” ბოლოსწინა, მე-3 ტური, რომელიც, უკვე ტრადიციისამებრ, “ბარსელონას” ოფიციალური ფანკლუბის დამაჯერებელი გამარჯვებით დასრულდა.

ტურნირის მე-3 სეზონში “ბლაუგრანამ” სამიდან მე-3 ტური მოიგო და საერთო ჩათვლაში ლიდერობა კიდევ უფრო გაიმყარა. “ბარსელონას” გულშემატკივრების გუნდმა, შესაძლო 75 ქულიდან 54 აიღეს და მე-2 ადგილს 7 ქულით გაასწრეს, საერთო ჩათვლაში კი უპირატესობა 25 ქულამდე გაზარდეს.

აღსანიშნავია, რომ ამ ტურნირის ისტორიაში, აქამდე, ზედიზედ 2 ტურიც კი არცერთ გუნდს ჰქონდა მოგებული, “ბლაუგრანამ” კი ზედიზედ 3 ტური მოიგო.

წინ ფინალური ტურია, რომელიც 29 დეკემბერს გაიმართება და რომელშიც 125 ქულა გათამაშდება.

შეგახსენებთ, რომ “ბლაუგრანა” პირველი სეზონის გამარჯვებული და მე-2 სეზონის ვერცხლის პრიზიორია.

მე-3 ტურში “ბლაუგრანას” შემადგენლობა ასეთი იყო: ნიკა ტაბატაძე, ანდრია პროსტოსერდოვი, ტატო ბაციკაძე, ილო ბაბუხადია, გიორგი ანთაძე.

იხილეთ გუშინდელი ტურისა და საერთო ჩათვლის ცხრილები.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (1)

  • sandro89
    schedule 15 დეკ 2019, 18:00

    აზრი==