“ბარსელონას” 19-წლამდელთა გუნდის ნახევარმცველმა, ილიაშ მორიბამ Mundo Deportivo-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ კატალონიური კლუბის პირველ გუნდში, მესისთან და მის ყოფილ თანაგუნდელთან, ფატისთან თამაშზე ფიქრობს.
“წარმომიდგენია, როგორ ვთამაშობ მესისთან და ფატისთან ერთად.”
16 წლის ნახევარმცველს ხშირად ადარებენ “მანჩესტერ იუნაიტედის” ვარსკვლავს, პოლ პოგბას: “მეუბნებიან, რომ თამაშის სტილით პოგბას ვგავარ, რაც ძალიან მომწონს, მაგრამ ნახევარდაცვაში თამაში ინიესტამ და ბუსკეტსმა შემაყვარეს.” – თქვა ილიაშ მორიბამ.



ვაახ როგორ მევასები დროზე დაგაწინაურონ რა, ერთ ერთი მიზეზი ეს ბიჭია და არა პუჩი ვის გამოც მინდა რო ნახევარმცველები წავიდნენ. მაგარი ბიტოკია. მეცოდება რაკიტიჩიც და ვიდალიც, ვნახეთ გუშინ დონე რომლის ჩვენებაც შეუძლიათ მარა 16 წლის ბიჭის გამო მაგათ წასვლაზეც თანახმა ვარ
იმედია პოგბასავით ცარიელი პიარი არ იქნები