workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
რის გამო ათავისუფლებენ ვიქტორ ვალდესს თანამდებობიდან?

რის გამო ათავისუფლებენ ვიქტორ ვალდესს თანამდებობიდან?

ესპანურ პრესაში აქტიურად იწერება იმის შესახებ, რომ მალე “ბარსელონა” “იუვენილ A”-ს მთავარ მწვრთნელს, ვიქტორ ვალდესს თანამდებობიდან გაათავისუფლებს.

Mundo Deportivo გვთავაზობს 6 მიზეზს, რის გამოც კლუბში ვალდესის მომავალს განიხილავენ:

  • ვალდესი არ იყენებს ფეხბურთელებს, რომელთა შენარჩუნებაშიც კლუბმა დიდი თანხა დახარჯა (მაგალითად, ილიაშ მორიბა).
  • ვიქტორს არ უნდა, რომ მისმა ფეხბურთელებმა “ბარსელონა ბ”-ში ითამაშონ. ის ვარჯიშებს დილის საათებში ატარებს, რის გამოც ზოგიერთ მოთამაშეს სკოლის გაცდენა უწევს.
  • ვალდესი იყენებს იმ შემადგენლობას, რომელსაც თავად მიიჩნევს საჭიროდ და არ ითვალისწინებს კლუბის მოთხოვნებს.
  • ვალდესი ახალგაზრდულ ჩემპიონთა ლიგაზე “ბარსელონა ბ”-ს ფეხბურთელების გამოყენებაზე უარს ამბობს. ის მხოლოდ თავის მოთამაშეებს ენდობა.
  • კლუბს სურს, რომ ვიქტორმა გუნდი 4-3-3 სქემით ათამაშოს, მაგრამ ის 4-4-2 განლაგებას იყენებს.
  • იმის გამო, რომ ვალდესი არ ესწრება საერთო სადილებს, უარს ამბობს ინტერვიუებზე და მესამე ადგილისთვის მატჩში მონაწილეობის მიღებაზე, ის კლუბის იმიჯზე ცუდად მოქმედებს.

ასევე, ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ვიქტორს “ბარსელონას” ახალგაზრდული აკადემიის დირექტორთან, პატრიკ კლიუვერტთან  კონფლიქტი აქვს.

Sport იტყობინება, რომ ვალდესს თანამდებობიდან 7 ოქტომბერს გაათავისუფლებენ.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (4)

  • M10 S9 D11
    schedule 06 ოქტ 2019, 22:31

    ოოო ეგ არ უნდა ეშლებოდეს ვიქტორს ამ შემთხვევაში მართალია ხელმძღვანელობა

  • MTG8
    schedule 06 ოქტ 2019, 14:37

    ბლ**დ “იუვენილ ა-ს” კი არა მთავარ გუნდს გვითამაშებენ 4-4-2 სქემით, რატო არ ისმის ერმალოს გაშვებაზე არაფერი?

  • dembelle
    schedule 06 ოქტ 2019, 13:04

    Nu tu martalia es yvelaferi ver movuwoneb viqtors namdvilad dzaan cudad iqceva inda gamoiyenos yvlea fegburteli romelic tamashobss es xo mainc araa 1 gundi aq realurad swavloben

  • Don_Andresito
    schedule 06 ოქტ 2019, 12:17

    მორიბას ნაირი ტალანტი რატო არ უნდა გამოიყენო? ამ კაცს პატივისცემის მიუხედავად ყოველთვის ქონდა თავისი პოხონდრიები. არც ამის მწვრთნელობის მჯეროდა. პროსტა დუხიანია და მეთქი თუ პირველ გუნდთან იმუშავებს ვალვერდეს დამხმარედ დამუხტავს თქო გუნდს მარა ახალლგაზრდებს მთლად ამას ნუ ვანდობთ