“ბარსელონას” ფილიპე კოუტინიო გამოაკლდა. ბრაზილიელმა შემტევმა “ხეტაფესთან” მატჩში კუნთი დაიზიანა და 68-ე წუთზე მოედნის დატოვება იძულებით მოუხდა. ის დებიუტანტმა აბელ რუისმა შეცვალა.
ჯერჯერობით უცნობია, რამდენად მძიმეა ტრავმა. ამას ხვალ გავიგებთ.
კოუტინიოს გარდა, ტრავმა ლუის სუარესს და უსმან დემბელესაც აქვთ. ასე რომ, ერნესტო ვალვერდეს გუნდი ესპანეთის ფინალს სერიოზული დანაკლისით შეხვდება.




არც ეს არც სუარესი არც დემბელე შეიძლება არტურიც არ გვყავდეს ვითი ვაპირებთ კოპას ფინალის თამაშს? საწყალი მესი ბოატენგის და მალკომის ხელში არა კოუტინიოც კაი გვამია მარა ბოატენგის თამაშს ნაღდად მირჩევნია