“ლივერპულთან” შეხვედრიდან სამი დღის შემდეგ, “ბარსელონას” ფეხბურთელებმა ვარჯიში განაახლეს. გუნდი დღეს “სიუტატ ესპორტივაზე” შეიკრიბა და “ხეტაფესთან” მატჩისთვის მზადება დაიწყო.
ეს თამაში, რომელიც ამ სეზონში “კამპ ნოუზე” ბოლო იქნება, მასპინძლებისთვის არაფერს წყვეტს, “ხეტაფესთვის” კი დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან მადრიდულ გუნდს ისტორიული სეზონი აქვს და ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ბრძოლაში “ვალენსიას” და “სევილიას” 3 ქულით უსწრებს.
“ბარსა”-“ხეტაფე” 12 მაისს გაიმართება.
![“ბარსელონამ” ვარჯიში განაახლა [ვიდეო]](https://barcamania.ge/wp-content/uploads/2019/05/1557496965_b.jpg)


