მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
სუარესი “ენფილდზე” გოლის აღნიშვნას არ აპირებს

სუარესი “ენფილდზე” გოლის აღნიშვნას არ აპირებს

ინგლისში დაბრუნებული ურუგვაელი ფორვარდი ადგილობრივი პუბლიკისგან კეთილგანწყობას ელის.

მოგეხსენებათ, უეფას ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში ანგარიში სწორედ ლუის სუარესმა გახსნა. მიუხედავად “ლივერპულის” მიმართ არსებული მოგონებებისა, მათ კარში გატანილი ბურთი ურუგვაელმა საკმაოდ ემოციურად აღნიშნა.

მიუხედავად ამისა, სუარესი ფიქრობს, რომ მერსესაიდელ გულშემატკივარს მის მიერ გატანილი 82 გოლი კარგად ახსოვს და დადებითი მიღების მოლოდინშია.

“ლივერპულში” სამწელიწადნახევარი გავატარე. ვფიქრობ, ქომაგებს ჩემი იმდროინდელი თამაში არ დავიწყებიათ. მგონია, რომ უფრო მეტად აპლოდისმენტებით შემეგებებიან, ვიდრე სტვენით. ჩემი შვილი სწორედ ამ ქალაქშია დაბადებული და მისთვის პირველი სტადიონი სწორედ “ენფილდი” იყო. ეს ბევრ რამეზე მეტყველებს”, – ამბობს სუარესი.

აღსანიშნავია, რომ სამი წელია, რაც ურუგვაელს ჩემპიონთა ლიგის გასვლით შეხვედრაში არ გაუტანია. ის “წითლებს” ჰპირდება, რომ ამ ნავსის გატეხვის შემთხვევაში, ემოციებს შეიკავებს.

“ყველა, ვინც ფეხბურთში ერკვევა და ეს სპორტი უყვარს, ხვდება იმ გოლის მნიშვნელობას, რომელიც “ლივერპულთან” პირველ შეხვედრაში გავიტანე. ამ გუნდის ფანებს უდიდეს პატივს ვცემ. მათ გამო ვწუხვარ ემოციური აღნიშვნისთვის და შემიძლია დანამდვილებით ვთქვა, რომ “ენფილდზე” ასე აღნიშვნას არ ვაპირებ”, – განაცხადა ლუისმა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (5)

  • MARI=BARCA-fan
    schedule 07 მაი 2019, 12:13

    ვნახოთ როგორ შეხვდება ენფილდი დღეს სუარესს.
    ლუისმა ისე კარგად განუმარტა მათ რატომ აღნიშნა გოლი, რომ თუ ლივერპულის და ზოგადად ფეხბურთის "ნამდვილი" გულშემატკივრები არიან და სუარესის 92 გოლიც ახსოვთ, მაშინ სტვენა არ უნდა იყოს, იმედია მართლა დაუფასებენ რაც გუნდისთვის აქვს გაკეთებული!

  • BlauGrana_DS
    schedule 07 მაი 2019, 10:56

    რაც ლუზერპულის ფანობამ დღეს სუას აგინოს, ერთი არ ასცდეს კლოპეს საქალეთს!

  • ღამურა
    schedule 07 მაი 2019, 01:34

    ra angarushit mtavrdeba baren isic tqvi da davdeb pawa fuls movigeb

  • Albicelecte
    schedule 07 მაი 2019, 01:27

    ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ გატანას აპირებს
    მშვენიერია!
    შენ შეაგდე და თუგინდა ტუჩებზე თითი დაიდე მერე mask satisfied

  • M10 S9 D11
    schedule 07 მაი 2019, 01:25

    სწორი საქციელია სუა <3