მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსელონა” დი მარიას აკვირდება

“ბარსელონა” დი მარიას აკვირდება

31 წლის არგენტინელმა ფეხბურთელმა, რომელსაც არაერთი მსურველი გამოუჩნდა, შესაძლოა სამუშაო ადგილი შეიცვალოს.

როგორც გამოცემა AS ფრანგულ L’Equipe-ზე დაყრდნობით იტყობინება, ანხელ დი მარიას მიმართ ინტერესს ერთდროულად სამი კლუბი იჩენს: “ბარსელონა”, მადრიდის “ატლეტიკო” და მილანის “ინტერი”.

მადრიდელები დი მარიას ტომას ლემარის პოტენციურ შემცვლელად განიხილავენ, რომელიც მოსალოდნელია, რომ ზაფხულში “ვანდა მეტროპოლიტანოს” დატოვებს.

აღსანიშნავია, რომ არგენტინელი ნახევარმცველის მიმდინარე კონტრაქტი “პარი სენ ჟერმენთან” 2021 წლამდეა ძალაში. Transfermarket-ის მიხედვით, მისი სატრანსფერო ღირებულება 45 მილიონ ევროს შეადგენს.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ მიმდინარე სეზონში დი მარიამ 41 მატჩი ჩაატარა, მეტოქეთა კარი 17-ჯერ აიღო და 15 საგოლე პასი გააკეთა. პსჟ-სთან ერთად მან წელს ლიგა 1 და საფრანგეთის სუპერთასი მოიგო.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (12)

  • MARI=BARCA-fan
    schedule 07 მაი 2019, 11:59

    მოხუცებს თუ ეძებენ ბარსაში კარგი კანდიდატი მყავს არ უნდათ??? wink
    მამამთილი თამაშობდა ერთ დროს – დაფრინავდა ეზოშიიი ! sweat_smile

  • Gnidius
    schedule 07 მაი 2019, 09:44

    აბა ამ კოუტინიოს მილიონჯერ ჯობია. რაში გადაყარეს 150 მილიონი.

  • kluivert
    schedule 07 მაი 2019, 03:39

    რაღადროს მაგის დაკვირვებაა. უკვე ვენოკზე და თევზზე იფიქრონ ის დროა. დაქიშმიშდა კაცი

  • Pyiol16
    schedule 07 მაი 2019, 02:22

    ეჰ სანე კარგი იქნებოდა მარა ორი სეზონისთვის დიმარიაც არაა ცუდი ვარიანტი მკვდარ დემბელეს და მკვდარზე ვენოკ კოუტინიოს 35 წლის დიმარია მაინც აჯობებს

  • Don_Andresito
    schedule 07 მაი 2019, 01:15

    მალკომის ნაცვლად უნდა ეყიდათ და 2 სეზონი იფრენდა. ეხლა გვიანი მგონია. უფასო რო იყოს კიდე ხო მარა პსჟ 30 მაინც მოითხოვს. გრიზის მიაწექით

  • tigresa
    schedule 07 მაი 2019, 00:47

    რამდენი წელი შეიძლება ერთ ადამიანს აკვირდებოდე, დაბერდა ამ დაკვირვებაში

  • ალეx
    schedule 07 მაი 2019, 00:00

    Dimarias ra dakvirveba schirdeba xo ar akachaveben?.

  • M10 S9 D11
    schedule 06 მაი 2019, 23:43

    რა დი მარია მაგას ისევ მატა მოიყვანონ უფასო მაინცაა

  • barca yoveltvis
    schedule 06 მაი 2019, 23:36

    დიმარია ერთ დროს კაი ხოდზე იყო მარა ეხლა ბებერია აღარაფრის თავი აღარ არ აქვს

  • ♛BaRcElOnA♛
    schedule 06 მაი 2019, 23:32

    Ra dimaria da Ra 45 milioni xoar gadaobt aman raunda qnas :ddddddd vinunda shecvalos aman 31 wlisaa erti sezoni waifartxalebs da mere gayidian maqsimum 10 milionad anda gaanatxovreben ardasavit tan madridelia da eg kide calke sharia es rom moiyvanon vsioo da shetevas agar gaadzliereben amati ambavi romvici da plius magas xelfassac ar moitxovs cotas Kai mayuts moxevs tyuilad 5 gols gaitans isic 5 ves uazros da vsio aacmevinet aranairi sirmaria

  • Ikks
    schedule 06 მაი 2019, 23:20

    დავიღალე ამ ერთი და იგივე *** სახელების კითხვით ტრანსფერების დროს )))

  • Coutinho 7
    schedule 06 მაი 2019, 23:20

    რა დი მარია კარგით რა სანე დაითრიეთ ყველაფერს ჯობია დიდიხნით მოხსნის მარცხენა ფლანგზე პრობლემას … ძაან კლასნია და მესისთან თამაშზე არიტყვის უარს .. ეგ და ალბა აიკლებენ ყველას