კატალონიური გრანდის მთავარმა მწვრთნელმა მატჩის შემდეგ ყურადღება როტაციაზე გაამახვილა.
მოგეხსენებათ, “ბარსელონას” ესპანეთის ჩემპიონობა უკვე განაღდებული აქვს, სწორედ ამიტომ, ერნესტო ვალვერდემ “სელტასთან” მატჩში ლიდერები ჩემპიონთა ლიგისთვის დაასვენა და სარეზერვო შემადგენლობა გამოიყვანა.
“მატჩის მიმდინარეობისას იყო გარკვეული მონაკვეთი, როცა “ბარსა” დომინირებდა. მეტოქეს ჰქონდა საკმარისი თავდაჯერებულობა იმისა, რომ გამარჯვება შეეძლოთ. საპასუხო ბურთის გატანა ვერ შევძელით. მინდორზე ბევრი ახალბედა გვყავდა, ამიტომაც მეორე ტაიმში მომენტების შექმნა გაგვიჭირდა”, – ამბობს ვალვერდე.
“როგორც ჩანს, უსმან დემბელეს კუნთი აქვს დაშავებული. დაველოდოთ ტრავმის სიმძიმის დადგენას. იგი ჩვენთვის მნიშვნელოვანი მოთამაშეა. გუნდისთვის ეს დიდი დანაკლისია, რადგან წინ გადამწყვეტი მატჩები გველის. გარისკვა არ მსურდა, ამიტომაც არ გამოვიყვანე კოუტინიო.”
“რაც შეეხება ტოდიბოს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გამოკვლევის შემდეგ გახდება ცნობილი. ალბათ მას სულ მცირე დაზიანება აქვს”, – განაცხადა ესპანელმა სპეციალისტმა.

ამ ახალგაზდა ფეხბურთელებს უკეთ შეუჯლიათ აშკარად თამაში
არავინ არ გაყიდის ბართომემ გარკვევით თქვა რო დემბელეს არ გავყიდიო
Aba ras elodi ro ityoda chamtavrdeba sezoni da vushvebto.. sheidzleba arc gayidon ubralod raxan eg tqva ar nishnavs imas ro uechveli toveben..
Xoda chemi azrit jobia egec da couc gavushvat sanam droa magattvisvea uketesi am formaciis barcas stilis arcerti araa..
დაიკიდე ვალო ლა ლიგა უკვე მოვიგეთ
არავინ არ გაყიდის ბართომემ გარკვევით თქვა რო დემბელეს არ გავყიდიო
იტოგში ყველაფერი ისე მიდის რო მგონი დემბელეს გაყიდვა სჯობია. გასაგებია რო ნიჭი აქვს ძალიან დიდი და ტრამვამდე კარგ ფეხბურთს აჩვენებდა, მაგრამ გუნდს რა? არ სრულდება ეს ტრავმები და ფორმის აღდგენას ამდენ ხანს უნდება. ტრავმის გარეშე ბეილიც მშვენიერია, მარა მთელი სეზონი ლაზარეთში არის.
მესიმ და ნეიმარმა კი არა ინიესტამ მოიგო ეგ თამაში. იფრინა მთელი იგრა. ბურთი ვერავის ამოქონდა მაგის გარდა 4 კაცში დაძვრებოდა. დაცვას ამოსუნთქვის საშუალებას აძლევდა. ნეიმარი დონეა კი მარა მაგის დაბრუნების აღარ მჯერა. თან 4-4-2 ზე ბარსა არ გადავა. შეიძლება ცოტა ხნით მარა ხავი თუ მოვიდა მით უმეტეს 4-3-3 არასდროს გადაუხვევს გუნდი.