მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსას” ფუტსალის გუნდი ჩემპიონთა ლიგის ფინალურ ეტაპს გამოეთიშა

“ბარსას” ფუტსალის გუნდი ჩემპიონთა ლიგის ფინალურ ეტაპს გამოეთიშა

ევროტურნირების დღევანდელი დღე წარუმატებელი “ბარსელონას” კიდევ ერთი გუნდისთვის აღმოჩნდა. “ბარსა” UEFA-ს ფუტსალის ჩემპიონთა ლიგის ფინალურ ოთხეულს ნახევარფინალში გამოეთიშა. ყაზახეთში გამართული შეხვედრა ადგილობრივი “კაირათის” გამარჯვებით, 5-2 დასრულდა. ფინალში, ყაზახური გუნდთან ერთად ლისაბონის “სპორტინგი” გავიდა. 

“ბარსელონა” ამ ტურნირის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული გუნდია. კატალონიელებს ტიტული ორჯერ, 2012 და 2014 წელს აქვთ მოგებული. 2015 წელს მათ ფინალი წააგეს, ორჯერ კი მესამე ადგილზე გავიდნენ. 

საინტერესოა, რომ 2012-13 წლების სეზონის შემდეგ, ფინალში ესპანური გუნდი პირველად ვერ მოხვდა – ყველაზე წარმატებული კლუბი, მადრიდის “ინტერი” ასპარეზობას დღეს კატალონიელებთან ერთად გამოეთიშა. იმ სეზონში კი, რომლის ფინალური ეტაპი თბილისში გაიმართა, ესპანეთის გუნდებს შორის საუკეთესო შედეგი სწორედ “ბარსამ” დააფიქსირა: გუნდმა მესამე ადგილისთვის მატჩში “იბერია სტარი” დაამარცხა. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (3)

  • ფრენკი
    schedule 27 აპრ 2019, 08:48

    კატალონიის "ბარსელონას" გოლკიპერმა, მარკ-ანდრე ტერ შტეგენმა, თავის ამბიციებზე ისაუბრა.

    "რა თქმა უნდა, ყოველთვის გაქვს იმედი, რომ ითამაშებ. ახლა ჩემი მოლოდინი ასეთია – გავაგრძელო განვითარება და გავხდე გერმანიის ეროვნული ნაკრების პირველი ნომერი.

    გამოცდილება გაძლიერებს. გოლკიპერი არის უკანასკნელი კაცი მოედანზე და შეცდომები მისაღებია. ახლა ამ ყველაფერს უკეთ ვუმკლავდები და შეცდომებს აღარ ვუშვებ.

    შეცდომები ხდება, მაგრამ მთავარია განვითარება გააგრძელო", – განაცხადა 26 წლის გერმანელმა.

    "ბუნდესნაკრების" ძირითადი მეკარე და კაპიტანი მანუელ ნოიერი უკვე 33 წლისაა, ტერ შტეგენი კი კარიერის პიკში იმყოფება.

  • Don_Andresito
    schedule 27 აპრ 2019, 00:37

    ციტატა: M10 S9 D11
    ეეე ჯერ ახალგაზრდები ახლა ესენი რა ხდება :დდდდდდდდ


    imedia ar gagrdzeldeba 😀

  • M10 S9 D11
    schedule 27 აპრ 2019, 00:12

    ეეე ჯერ ახალგაზრდები ახლა ესენი რა ხდება :დდდდდდდდ