“ბარსელონას” ბრაზილიელი ფეხბურთელი, ფილიპე კოუტინიო, შესაძლოა, “ჩელსიში” გადავიდეს, იტყობინება Diario Sport.
ბრაზილიელის მომავალი, დიდწილად, FIFA-ს სატრანსფრო ბანზე იქნება დამოკიდებული. თუ FIFA ლონდონურ კლუბს სასჯელს მოუხსნის, ფილიპე კოუტინიო, “ჩელსიში”, ედენ აზარს ჩაანაცვლებს, რომელიც “რეალში” გადასვლას აპირებს.
შეგახსენებთ, რომ ფილიპე კოუტინიო, “ბარსელონაში”, 2018 წლის იანვარში გადავიდა, 120 მილონ ევროდ. ბრაზილიელით, ასევე, “პარი სენ-ჟერმენი” და “მანჩესტერ იუნაიტედი” ინტერესდებიან.




ჩელსის სატრანსფერო ბანი აქვს მგონი
Azaris sanacvlod.tanaxma var 😂😂
მინდა რომ დარჩეს. ცენტრ-ფორვარდად კალვერტ ლევინზე რას ფიქრობთ? მოძრავია და ბარსას სტილს შეესაბამება
სიტის გავუცვალოთ სანეში მშვენირი ბარტერი იქნება ორივე გუნდისთვი
კი მაგრამ რავა ყველა ჩვენ გვჯობნის, მოგვცემენ 120 მილიონად და მერე 50 მილიონად ვყიდით. ვიყიდით 35 მილიონად და 20-ს გვაძლევენ და კიდევ გვევაჭრებიან, ადგნენ და ყველა გასაშვები ვიღაცაში გაცვალონ, თორემ რა გამოდის ჩვენ 130 გადავიხადეთ ეხლა ეს წავა ჩელსიში და მოგვიგდებენ 50-70 მილიონს? აზარი კი რეალში წავა ასევე 80-ათ?
მაშინ პირდაპირ გავცვალოთ აზარში, თუ ივარგა კარგი თუ არა და მერე რეალს მივცეთ 120 მილიონად. ჩვენ ესე შორს ვერ წავალთ ვყიდულობთ 100 მილიონად ვყიდით 50 მილიონად? ჭკუა სულ აღარა გვაქვს.