კატალონიის “ბარსელონამ” პატივი მიაგო კლუბის ყოფილ მწვრთნელსა და მოთამაშეს – ტიტო ვილანოვას, რომელიც მძიმე სენთან ბრძოლაში დამარცხდა და 2014 წლის 25 აპრილს გარდაიცვალა.
ვილანოვას გარდაცვალებიდან დღეს 5 წელიწადი გავიდა. 2012 წლიდან 2013 წლამდე ტიტო “ბარსელონას” მთავარი მწვრთნელი გახლდათ, ამ პერიოდში კლუბმა ესპანეთის ჩემპიონატი დამაჯერებლად მოიგო. 2013 წლის ივლისში კი ვილანოვამ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო თანამდებობა დატოვა.
“ხუთი წელი ტიტო ვილანოვას გარეშე. საკვანძო მწვრთნელი. ბოლომდე “ბარსელონაში”, დასაწყისიდან და დასასრულამდე. არაორდინარული ადამიანი. ერთადერთი და განუმეორებელი.”


მაგიტო მეზიზღება ბაიერნი, უკვე მკურნალობდა ტიტო მაგ დროს, იცოდნენ რომ "უმწვრთნვნელოდ" ვიყავით , თან ნახევარი გუნდი ტრამვირებული იყო, მაგრამ მაინც არ დაგვინდეს.
ამას რომ მუშაობის შესაძლებლობა ქონოდა ეპოქას შექმნიდა ბარსელონაში.
ძაან საკამათოა რას შექმნიდა და რას არა მარა ჩემთვის ამ კაცთან მხოლოდ 7:0 ასოცირდება და ის უპასუხისმგებლობა რაც გამოიჩინა, თუ ასე ცუდად იყო ნებისმიერ დროს შეეძლო ეთქვა უარი მწვრთნელობაზე. ბარსას ბოსებსაც მაშინ მოუნდათ უაზრო ლოიალობის გამოვლენა. სამწუხაროდ ისტორიას 7:0 ახსოვს და არა ის თუ რა პრობლემები ქონდა ბარსას
მუდამ გვემახსოვრები ტიტო <3 ეეჰ როგორ არ დასცალდა მუშაობა ამას
7:0 არასდროს დავივიწყებთ
Tito the chessman
მშვიდად განისვენე, მეგობარო <3 არასდროს დაგვავიწყდები კულეებს <3