“ლანუსის” და არგენტინის ნაკრების ფეხბურთელმა, ლაუტარო აკოსტამ, ლიონელ მესიზე ისაუბრა.
“შეიძლება მესი ისეთი ტიპის ლიდერი არ არის, როგორსაც მიჩვეულები ვართ. ის მოტივატორის ფუნქციას არ ასრულებს და ფეხბურთელებს ყოველთვის არ ელაპარაკება. სამაგიეროდ, ის თავის სათქმელს მოედანზე ამბობს. ის ყველასგან განსხვავებულია.
მესი ინტროვერტი და ძალიან წყნარი ადამიანია, მაგრამ თანაგუნდელების დიდ ნაწილთან ხშირი ურთიერთობა მაინც აქვს”. – თქვა აკოსტამ.
ლაუტარო და “ბარსელონას” კაპიტანი თანაგუნდელები პირველად 2008 წლის ოლიმპიადაზე იყვნენ, სადაც არგენტინამ ოქროს მედალი მოიგო, მეორედ კი ერთად 2017 წელს ითამაშეს.

ლიდერი როგორი უნდა იყოს, კიმ ჩენ ინს უნდა გავდეს, თუ ადოლფ ჰიტლერს?
ლიდერი მაშინა ხარ, როცა შენ პატივს გცემენ არა იმით, რომ ღრიალებ ან ქამრითა სცემ შენს გვერდით მყოფებს, ანუ როცა ყველას დააშინებ, არამედ როცა შენი საქმიანობით ისეთი ავტორიტეტი გაქვს, რომ ჩურჩულით რომ თქვა კი არა, გამოხედვაზეც კი მიხვდება ყველა შენს შეფასებას მისადმი!
ხათრი უფრო აკეთებს საქმეს, თუ შისი? მე გონია ხათრი .
ნეტა რა იცის ამან მესი ვის ელაპარაკება და ვის არა დიდი მოტივატორი რო მესი არაა ეგ ახალი ამბავი არაა მარა როცა თვითონ თამაშეობს მოტივირებული ეგ უკვე მოტივაციაა თანაგუნდელის
ეგ ბაზარი არაა ნამდვილად არაა მოტივატორი
ადმინ არ შეილება ეს უაზრო რეკლამა რო მოგვაცილოო ყველას აწუხებს უკვე ძმაო და მოტ…ნა ტვინი რაააა