ცნობილი გახდა არბიტრების ის ბრიგადა, რომელიც 16 აპრილს, “ბარსელონასა” და “მანჩესტერ იუნაიტედის” განმეორებით შეხვედრას განსჯის. იტყობინება, უეფას ოფიციალური საიტი.
“კამპ ნოუზე” გასამართ შეხვედრაში, მთავარი არბიტრი გამოცდილი – ფელიქს ბრიხი იქნება, მისი ასისტენტები კი – მარკ ბორში და შტეფან ლუპი. ვიდეორეფერის როლს ბასტიან დანკერტი და მისი ასისტენტი – მარკო ფრიტცი მოირგებენ. შეხვედრის მეოთხე არბიტრი, პაველ კრალოვეცი იქნება.

მერამდენედ გეკითხები ბერნალეო რა არის? თუ რეალის სტადიონს ეძახი ასე მაშინ მაგას "სანტიაგო ბერნაბეუ" ჰქვია. კაი სტადიონია, ნამყოფი ვარ, რაც მთავარია მეტრო 20 მეტრში ამოდის სტადიონთან და გაგიკვირდებათ იმასაც სადგური "სანტიაგო ბერნაბეუ" ჰქვია.
ყვითლებს ატიგებს მაგრად დადეთ ყვითლები
ეს მაგარი მსაჯია იმედია ჩესნად იმსაჯებს
გვარი არ უვარგა, თორე პროფესიონალი კი არის,
თუმცა მოსვლია ცოტა იაღლიშებიც
Kaia brixi mikerdzoebuli araa
არაა ცუდი მსაჯი და რამე არ მიქარო 😀