“მანჩესტერ იუნაიტედის” თავდამსხმელმა, რომელუ ლუკაკუმ, “ბარსელონასთან” მატჩის წინ ისაუბრა.
“ამ წყვილში, ორივე შეხვედრაში, პირველიდან ბოლო წუთამდე სრულად კონცენტრირებულნი უნდა ვიყოთ.
მთავარია, რაც შეიძლება ცოტა შეცდომა დავუშვათ და შემტევი ფეხბურთიც ვითამაშოთ, რადგან “ბარსა” სივრცეებს ხშირად ტოვებს. თუმცა, ეს ყველაფერი თამაშის განვითარებაზე და მწვრთნელების გეგმაზე იქნება დამოკიდებული. აუცილებლად დიდი ყურადღება უნდა მივაქციოთ იმას, როდის წავალთ წინ და როდის არა და ჭკვიანური გადაწყვეტილებები მივიღოთ”. – თქვა ბელგიელმა.

5 მცველი

ესენი თამაშის მერე იტყვიან ჭკვიანად არ
ვითამაშეთ და იმიტომ წავაგეთო 😂
შენ და ჭკვიანური თამაში ნამეტანი აცდენილები ხართ :დდდდდდდდდ