“ბარსელონას” ხორვატი ნახევარმცველი, ივან რაკიტიჩი კლუბში შემდეგ სეზონშიც იქნება, იტყობინება COPE.
მიუხედავად იმისა, რომ რაკიტიჩის შეძენით უამრავი ევროპული გუნდია დაინტერესებული, ხორვატი მინიმუმ ერთ სეზონს კიდევ დარჩება “ბარსელონაში”.
ჟოზეპ მარია ბართომეუს და ერნესტო ვალვერდეს უნდათ, რომ რაკიტიჩმა კლუბთან კონტრაქტი გაახანგრძლივოს. ხორვატსაც არაერთხელ უთქვამს, რომ “ბარსელონაში” დარჩენა სურს.
ხორვატი ნახევარმცველი “ბარსელონას” ერთ-ერთი საკვანძო ფიგურაა. მან მიმდინარე სეზონში 43 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 5 გოლი და გააკეთა 9 საგოლე გადაცემა.
შეგახსენებთ, რომ ივან რაკიტიჩით შემდეგი გუნდები ინტერესდებიან – “ინტერი”, “იუვენტუსი”, “მანჩესტერ იუნაიტედი”, “არსენალი” და “პარი სენ-ჟერმენი”.




მოაშორეთ ეს ბარსადან მოაშორეეეეთ
ძან კაი ოღონდ ერთი კი არა ორი წელი კვლავ უნდა დარჩეს
რავი რაღაც იტალიური გამოცემები წერენ შევვიძლია უკვე იუვენტუსის ფეხბურთელი ვუწოდოთ და რავი
და თამაშობს კიდეც
საჭიროა რაკეტა .. ჭკვიანური გადაწყვეტილებაა <3 შეუძლია ამ კაცს კიდევ მაღალ დონეზე თამაში