მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ერნესტო ვალვერდე “ატლეტიკოსთან” მატჩის შემდეგ

ერნესტო ვალვერდე “ატლეტიკოსთან” მატჩის შემდეგ

ლა ლიგის 31-ე ტურში “ბარსელონამ” “ატლეტიკო მადრიდს” უმასპინძლა და სუარესისა და ლიონელ მესის გოლების წყალობით 2:0 დაამარცხა.

გამარჯვებით “ბლაუგრანა” პრიმერა დივიზიონს დამაჯერებლად ლიდერობს და მეორეადგილოსანთან სხვაობა 11 ქულამდე გაიზარდა, რაც, ფაქტობრივად, განაღდებულ ჩემპიონობას ნიშნავს. თუმცა ერნესტო ვალვერდეს სურს საქმე ბოლომდე მიიყვანოს და ნაადრევად არაფერი იზეიმოს.

“ეს მნიშვნელოვანი სამი ქულა იყო. ჩვენ ტიტულთან ახლოს ვართ, თუმცა ბოლომდე გადაწყვეტილი არაფერია. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენი უახლოესი მეტოქის დამარცხება. უნდა ითქვას, რომ “ატლეტიკომ” საკმაოდ გაგვირთულა ამ საქმის შესრულება. ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი გველის ჩემპიონთა ლიგაზე “მანჩესტერ იუნაიტედის” წინააღმდეგ და ასევე ყურადღება უნდა გავამახვილოთ შემდეგი ტურის მატჩზე “უესკასთან”. გვსურს ყველაფერი მოვიგოთ, თუმცა პრიორიტეტული ნამდვილად ჩემპიონთა ლიგაა.” – განაცხადა ვალვერდემ.

აღსანიშნავია, რომ “როხიბლანკოსთან” დაპირსიპირებას “წითელი ეშმაკების” მწვრთნელი სულშერიც ესწრებოდა, რათა “ბლაუგრანას” დაკვირვებოდა და სტრატეგია შეემუშავებინა. საინტერესოა, რა პასუხები მიიღო მანჩესტერელთან თავკაცმა გუშინდელი თამაშის შემდეგ.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში