ნორვეგიელმა სპეციალისტმა უეფას ჩემპიონთა ლიგის მომავალ მატჩთან დაკავშირებით ისაუბრა.
ოლე გუნარ სულშერის თქმით, “ბარსელონას” წინააღმდეგ სათანადოდ მოსამზადებლად მის გუნდს ბევრი მუშაობა მართებს. ის იმედოვნებს “პარი სენ ჟერმენთან” განმეორებით მატჩში მოპოვებული წარმატების გამეორებას.
თუმცა, “მანჩესტერ იუნაიტედი” კატალონიელებს საუკეთესო განწყობით ვერ ხვდება. ბოლო 4 შეხვედრაში ისინი სამჯერ დამარცხდნენ. სულშერს ესმის, რომ მომდევნო კვირისთვის ბევრად გაუმჯობესებული თამაშის ხარისხი დასჭირდებათ.
“რა თქმა უნდა ვალდებულები ვართ უამრავი რამ გამოვასწოროთ. “ბარსელონა” უმაღლეს დონეზე დგას”.
“ბოლო მატჩები არც თუ ისე წარმატებულად ჩავატარეთ, მაგრამ 1-2 დღე გვექნება იმისთვის, რომ პრობლემები კარგად გავაანალიზოთ და მოვემზადოთ “ბარსასთვის”, რაც ჩვენთვის უდიდესი გამოწვევა იქნება”, – განაცხადა სულშერმა.




ადვილი არ იქნება მანჩესტერთან თამაში მაგრამ ბარსელონას შეუძლია ორივე მატჩი მოიგოს, დამაჯერებელი ანგარიშით!
ძლიერ წინაამდეგობას გაგვიწევს მაგრამ დარწმუნებული ვარ რომ ამ ბარიერს გადავლახავთ
სულშერ გადაკუზვის დროააა :დდდდ
Totemhems daieri da winksi yavs damtvreuli da gundma bolo 5 tamashidan 4 waago.dzalian didi dzalaa es 2 fexburteli totestvis.
Winksi mevaseba dzalian.gvardiolas xelshi saocrebebs chaidenda.
Gvardiolas rodri hernandesis datreva unda atletukodan. Axali buskeciao