“ესპანიოლის” დამარცხებიდან ერთი დღის შემდეგ, “ბარსელონას” ფეხბურთელებმა ვარჯიში განაახლეს.
კატალონიური გუნდი მომდევნო მატჩს 2 აპრილს, “ვილიარეალის” წინააღმდეგ გამართავს. “ვილიარეალი”, რომელმაც ბოლო 5-დან 3 შეხვედრა წააგო, სატურნირო ცხრილში მე-17 ადგილზეა და ჩემპიონატში დარჩენისთვის იბრძვის.
მატჩი თბილისის დროით 23 საათსა და 30 წუთზე დაიწყება.
![“ბარსელონამ” ვარჯიში განაახლა [ვიდეო]](https://barcamania.ge/wp-content/uploads/2019/03/1554051108_b.jpg)


