მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
სამუელ უმტიტი: “ბარსელონაში” დავრჩები

სამუელ უმტიტი: “ბარსელონაში” დავრჩები

“ბარსელონას” ცენტრალურმა მცველმა, სამუელ უმტიტიმ ერთ-ერთ ფრანგულ ტელეშოუში განაცხადა, რომ “ბარსელონაში” რჩება.

“Telefoot” არის ცნობილი ფრანგული ტელეშოუ, რომელშიც წამყვანი სვამს კითხვებს, სტუმარი კი პასუხობს “დიახ” ან “არა”. მას ასევე აქვს ერთი კითხვის გამოტოვების უფლება. წამყვანის ერთ-ერთი კითხვა ასეთი იყო: “დარჩები თუ არა “ბარსელონაში”, რაზეც უმტიტიმ უპასუხა: “დიახ”.

საინტერესოა რომ, გასულ წელს ამ ტელეშოუში უმტიტიმ იგივე კითხვაზე პასუხის გაცემა არ ისურვა. მან ერთადერთი კითხვის გამოტოვების უფლებით ისარგებლა.

ამჯერად მან ეს შესაძლებლობა გამოიყენა შემდეგ კითხვაზე: “ხარ თუ არა იმედგაცრუებული შენი ყოფილი გუნდის, “ლიონის” ჩემპიონთა ლიგიდან გამოგდებით?”

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (7)

  • ana anukii
    schedule 25 მარ 2019, 09:21

    დე ლიხტის მოსვლა უმტიტის ან ლენგლეს შეწირვად არ ღირს …

  • Don_Andresito
    schedule 25 მარ 2019, 05:00

    ციტატა: goutsaevi
    ესეთი კლასნი მცველი და ესე მორგებული გუნდს როგორ უნდა დავკარგოთ. დელიხტის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მაგრამ 70 მილიონის მცველში გადახდას და მეორე ხარისხოვანი თავდამსხმელის ყიდვას, ჯობია ტოპთავდამსხმელზე და ახალგაზრდა სწრაფ გარემარბზე ვიფიქროთ. ალბას შემცვლელად


    100 % ით. მეც მევასება დე ლიხტი და ძალიანაც მინდა მარა იყიდო მეოთხე ტოპ მცველი როცა გუნდში შეტევაა მთავარი გასაძლიერებელი რავი რა თემაა. თუ თავზე გადაგვდის ფული კი ბატონო მარა უმტიტის გაშვება და დე ლიხტის მოყვანა რისკია. აგერ კოუზე ვინმე იფიქრებდა რო ესე ჩაის…და? იქნებ ეგრე მოუვიდეს დე ლიხტსაც, მერე მოგვენატრება უმტიტი. როცა უმტო მორგებულია გუნდს ადაპტაცია გავლილი აქვს და სანდოა. იყიდონ ბაზარი არაა მარა მერე მაქსი გომესი ან ვინმე არ მოგვითრიონ. ჯერ იოვიჩი დადეთ და მერე დე ლიხტი ოღონთ უმტიტის ხარჯზე არა.

  • goutsaevi
    schedule 25 მარ 2019, 04:18

    ესეთი კლასნი მცველი და ესე მორგებული გუნდს როგორ უნდა დავკარგოთ. დელიხტის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მაგრამ 70 მილიონის მცველში გადახდას და მეორე ხარისხოვანი თავდამსხმელის ყიდვას, ჯობია ტოპთავდამსხმელზე და ახალგაზრდა სწრაფ გარემარბზე ვიფიქროთ. ალბას შემცვლელად

  • cezo45
    schedule 25 მარ 2019, 02:42

    უმტიტი არუნდა დაკარგოს ბარსელონამ მერე რა რომ ლენგლე მაგარ ფორმაშია ნელბელა შწვა უმტიტიც ფორმაში პიკეც ასაკშია ზოგჯერ დასვენება ჭირდება სეზონი წინაა ჯერ.რაც შეეხება დელიხტს რავიცი აბა იმის ხარჯზე რომ დელიხტი მოდის და უმტიტი გაუშვათ ძაან სულელური გადაწყვეტილება იქნება დიდად არ მომწონს დელიხტის თამაში პოზიციურად ბევრ შეცდომას უშვებს და სისწრაფეზეც ცოტა ზანტია

  • ♛BaRcElOnA♛
    schedule 25 მარ 2019, 02:04

    Umtitis de ligtis wyvili tu shedga barsashi sauketeso dacva gveyoleba

  • M10 S9 D11
    schedule 25 მარ 2019, 01:05

    რათქმაუნდა უმტო <3

  • messi and iniesta
    schedule 25 მარ 2019, 00:38

    Umtiti midis ki ara erti 10 weli barsasi rceba umti dxes ert-erti sauketeso mcvelia