მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
უმტიტის საფრანგეთმა მოლდოვა სტუმრად გაანადგურა

უმტიტის საფრანგეთმა მოლდოვა სტუმრად გაანადგურა

გუშინ ღამით, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის პირველ ტურში, საფრანგეთის ნაკრები მოლდოვას ესტუმრა. დიდიე დეშამის გუნდმა, როგორც მოსალოდნელი იყო, საკმაოდ მარტივი გამარჯვება მოიპოვა. 

გოლები ანტუან გრიზმანმა, რაფაელ ვარანმა, ოლივიე ჟირუმ და კილიან მბაპემ გაიტანეს. ბოლო წუთზე, ვლადიმირ ამბროსმა სხვაობა შეამცირა და საბოლოო ანგარიში – 1:4 დააფიქსირა. 

“ბარსელონას” წარმომადგენელმა, სამუელ უმტიტიმ, მოედანზე 90 წუთი გაატარა. 

“ბარსას” ფეხბურთელების მონაწილეობით მომდევნო შეხვედრა დღეს, თბილისის დროით 23 საათსა და 45 წუთზე დაიწყება. გათამაშებაში ესპანეთი ჩაერთვება, რომელიც “მესტალიაზე” ნორვეგიის ნაკრებს დაუპირისპირდება. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (1)

  • M10 S9 D11
    schedule 23 მარ 2019, 13:18

    მოლდოვა თუ გაანადგურეს საღოლ ამათ :დდდდდდ