მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსელონა” დე ლიხტისთვის ბრძოლაში დაწინაურდა

“ბარსელონა” დე ლიხტისთვის ბრძოლაში დაწინაურდა

“ბარსელონა” მატიას დე ლიხტისთვის ბრძოლაში უპირატელობა აქვს, იტყობინება კატალონიური ტელევიზია TV3.

ტელევიზიის ერთ-ერთი ჟურნალისტი ავრცელებს ინფორმაციას, რომ “ბარსელონა” “აიაქსის” ახალგაზრდა ცენტრალური მცველის, მატიას დე ლიხტის შეძენასთან ახლოსაა. TV3-ს ჟურნალისტის სიტყვებს წონას მატებს ის, რომ ის ასევე ავრცელებდა ინფორმაციას ფრენკი დე იონგის ტრანსფერის შესახებ, სანამ ჰოლანდიელი “ბარსელონაში” გადავიდოდა.

დე იონგის ტრანსფერის შემდეგ ითვლებოდა, რომ მისი მეგობრის, დე ლიxტის დამატება ფინანსურად უფრო გაჭირდებოდა, მაგრამ მისმა თამაშის ხარისხმა და “კამპ ნოუზე” თამაშის სურვილმა კატალონიელები საბოლოოდ დაარწმუნა. ასევე გადაწყვეტილებაზე გავლენა იქონია ჟერარ პიკეს ასაკმაც.

“ბარსელონას” პრეზიდენტმა, ჟოზეპ მარია ბართომეუმ “აიაქსს” პირველი ოფიციალური შეთავაზება გაუკეთა. “ბარსელონამ” “აიაქსს” დაახლოებით 60 მლნ. ევრო შესთავაზა. მას იმედი აქვს, რომ მისი და “აიაქსის” ტექნიკური დირექტორის, მარკ ოვერმარსის კარგი ურთიერთობის გამო ტრანსფერი ძალიან ძვირი არ დაჯდება. როგორც პრესაში იწერება, “ბარსელონას” ყოფილი ფეხბურთელი და ბართომეუ ერთმანეთს ხშირად ეკონტაქტებიან. კატალნიაში იმედი აქვთ, რომ ტრანსფერს ერთ თვეში დაასრულებენ. ჰოლანდიელისთვის 5-წლიანი კონტრაქტის შეთავაზება იგეგმება. მას ისეთივე პირობები ექნება, როგორც მის მეგობარს, ფრენკი დე იონგს.

ახლა მთავარია “ბაიერნმა”, “იუვენტუსმა” და “პარი სენ-ჟერმენმა” ამ ტრანსფერისგან აუქციონი არ მოაწყონ.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (10)

  • M10 S9 D11
    schedule 20 მარ 2019, 21:11

    ციტატა: ფარნა
    უმტიტი დემბელე მურილიო ვერმალენი რაფინია ნაღდად უნდა წავიდნენ პრინციპში რა მურილიოს არც უთამაშია წესი რიგით ბოატენგი და ესეთი ხარახურები წავიდნენ რაა მოვიდნენ დე ლიხტი რაბიო იოვიჩი


    cry cry cry cry cry cry cry cry cry cry cry cry cry

  • M10 S9 D11
    schedule 20 მარ 2019, 18:53

    მოსაყვანია ეს სასწრაფოდ პიკე ჰა ჰა 3 სეზონში მორჩეს კარიერას ერთი სეზონი ცვალონ უნდა რეგულარურად ერთმანეთი ამანდა პიკემ ტოდიბო გაანათხოვრონ მურილიო ვერმაელენი გაუშვან და ეგაა უმტიტის გაყიდვა სულ არაა საჭირო დე ლიხტის მოსაყვანად სეზონი გრძელია და პიკე უმტიტი დე ლიხტი და ლენგლე ოთხივე მიიღებს საკმარის სათამაშო დროს კოპაზე დე ლიხტი და ლენგლე დადგებიან პასტაიანად და ლა ლიგაში 38 მატჩიდან 15-ში მინიმუმ რო ითამაშონ მშვენიერია იქ ტრამვები იქ დისკვალიფიკაცია მოკლედ არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს ამ ოთხი იგროკის ყოლა გუნდში ნორმალური ტრენერი ვინც კარგად იცის როტაციების გამოყენება ოთხივე იგროკს კმაყოფილს დატოვებს სათამაშო დროებით

  • მურმანი
    schedule 20 მარ 2019, 18:50

    პავონზეც წერენ რაღაც 30 მილიონზეა საუბარი

  • Basi
    schedule 20 მარ 2019, 18:00

    chemi mokle chkuit ajaxsshi arendit rom gaushvan riki puigi zaan waadgeba fexburtels ganvitarebashii
    momaval welsac srmiecema shansi rikis da sjobs ajaxsshi gaushvan idealurii adgilia fexburtelis gansavitareblad

  • ♛BaRcElOnA♛
    schedule 20 მარ 2019, 17:31

    ციტატა: Maradona

    ციტატა: ♛BaRcElOnA♛

    ციტატა: cezo45
    ამ ხმოვანი რეკლამების გამო მეზარება უკვე ამ საიტზე შემოსვლა და სიახლეების წაკითხვა სამწუხაროდ …


    სრულ დისკომფორტს ქმნის და საზიზღრობაა ფულის კეთება უნდა ადმინს და ბაზარი არაა მარა ხალხზეც უნდა იფიქროს გვცეს პატივი და რამე სხვა მოიგონოს


    ან ხო შეიძლება ჩემი ნებით ვრთავდე ამ რეკლამებს ყურება თუ მინდა. შემოხვალ და თავისით იწყებს. ტელეფონის ინტრნეტი კიდე ტყუილად იხარჯება ამ დროს.


    ჩვენი ნება როიყოს არავინ ჩართავდა და ფულსაც არავინ მიცემდა ადმინს :დდდდ

  • ♛BaRcElOnA♛
    schedule 20 მარ 2019, 16:12

    ციტატა: cezo45
    ამ ხმოვანი რეკლამების გამო მეზარება უკვე ამ საიტზე შემოსვლა და სიახლეების წაკითხვა სამწუხაროდ …


    სრულ დისკომფორტს ქმნის და საზიზღრობაა ფულის კეთება უნდა ადმინს და ბაზარი არაა მარა ხალხზეც უნდა იფიქროს გვცეს პატივი და რამე სხვა მოიგონოს

  • gurgenidze
    schedule 20 მარ 2019, 16:03

    Erti wlit unda datovon iq da mere pikec wava

  • sandman
    schedule 20 მარ 2019, 15:51

    ციტატა: MESSI-N1 4ever
    იმ ჟურნალისტმა რომელმაც პირველმა გვაცნობა დეიონგის ტრანსფერი რამდენიმე წუთის წინ დაპოსტა რო დელიხტზეც შედგა შეთანხმება, მგონი დღეების ამბავია გაოფიციალურება, მითუმეტეს კოლაბორაციის შეთანხმება დაიდო (ურთიერთაკადემიებში უპირატესი წვდომა ტრანსფერ/იჯარაზე) დაა ტრანსფერის ვერ მიღწევის შემთხვევაში ეს შეთანხმება არმგონია დადებულიყო. დაველოდოთ მგონი კარგადაა საქმე


    ლინკი დაწერე , გთხვ

  • cezo45
    schedule 20 მარ 2019, 15:19

    ამ ხმოვანი რეკლამების გამო მეზარება უკვე ამ საიტზე შემოსვლა და სიახლეების წაკითხვა სამწუხაროდ …

  • Don_Andresito
    schedule 20 მარ 2019, 15:04

    ეს აიაქსი არაა ფულის ღორი მარა დე იონგზე კი გვანერვიულეს. 60 ეცოტავებათ. არადა 150 ს კი აგვწკაპნიან და მაგ ფასად 10 ისეთ ფეხბურთელს იყიდიან მერე 60 ად რო დაყიდონ. თან თუ რეალმა ააფეთქა წელს ბაზარი კიდე აიწევს ფასები და დროზე დადონ ეს და იოვიჩი. პროსტა უმტიტის რას უპირებენ, შევა არადა ფორმაში. იქნებ დატოვონ 1 წლით აიაქსში და პიკეს წასვლას დაელოდონ თორე პიკე რო წავა თუ ტოდიბომ არ გაამართლა მცველი იქნება ისევ საყიდელი.