დღეს, ლა ლიგის ეგიდით “ბარსელონა” “ბეტისს” დაუპირისპირდება და შეეცდება “ატლეტიკოსთან” სახვაობა 10 ქულამდე გაზარდოს. მატჩის წინ “ბეტისის” ნახევარმცველი ანდრეს გუარდადო კომენტარს აკეთებს. მექსიკელი ამბობს, რომ მის შვილს ლიონელ მესის თამაშის ყურება ძალიან უყვარს.
“მაქსიმო ფეხბურთზე გიჟდება. ერთ დღეს მას “ბეტისის” მაისური აცვია, მეორე დღეს “რეალის”, “ბარსელონას” ან მექსიკის ნაკრების. ის მესიზე და რონალდუზე ლაპარაკს არ წყვეტს. მან არგენტინელთან მიყვანა მთხოვა. ლეომ ჩემს შვილთან სურათიც კი გადაიღო. არ ვიცი ამ დროს მაქსიმო უფრო ბედნიერი იყო, თუ მე. მესი ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო მოთამაშეა.” – ციტირებს ანდრეს გუარდადოს სიტყვებს Marca.
წინა წელს გუადრადომ ხუმრობით თქვა, რომ მესისთან დაახლოებით 20 სურათი აქვს მოედანზე, მაგრამ ყველა მათგანზე ბურთით არგენტინელია, ის კი მის წართმევას ცდილობს. დღეს მექსიკელს შანსი აქვს შექმნას მისთვის სასურველი სურათი, რომელზეც ბურთი მას ექნება. ვნახოთ, როგორ მოახერხებს “ბეტისის” ნახევარმცველი ამის გაკეთებას.
Ragveshveleba es rom cava piqric arminda magaze
მაროკო – არგენტინაზე არ წახვიდე,შანსი არ გაქ ფოტოს გადაღების 😁
ეეჰ ნეტა მე როდის გადავიღებ მესისთან სურათს 🙁