Marca: “ბარსელონა” კოუტინიოს გაყიდვაზე დაფიქრდა

Marca: “ბარსელონა” კოუტინიოს გაყიდვაზე დაფიქრდა

“ბარსელონას” ნახევარმცველმა, ფილიპე კოუტინიომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე, შესაძლოა, გუნდი დატოვოს.

როგორც Marca იტყობინება, კატალონიელები მზად იქნებიან 26 წლის ბრაზილიელზე შემოთავაზებები განიხილონ, თუ მისი თამაში არ გაუმჯობესდება.

“ლურჯ-ბროწეულისფერები”, ჯერ-ჯერობით, კოუტინიოს ტრანსფერზე განთავსებას არ აპირებენ, მაგრამ მისი წასვლის შემთხვევაში “ბარსელონა” ფეხბურთელში გადახდილი თანხის უმეტესი ნაწილის დაბრუნებას ისურვებდა.

შეგახსენებთ, რომ ფილიპე კოუტინიო “ბარსელონაში” 2018 წლის იანვარში, “ლივერპულიდან”, ბონუსების ჩათვლით, 160 მილიონ ევროდ გადავიდა.

ბრაზილიელმა მიმდინარე სეზონის ლა ლიგის გათამაშებაში 20 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 4 გოლი და გააკეთა 2 შედეგიანი გადაცემა.

გახდი გლოვერი!

დარეგისტრირდი გლოვოს კურიერად და მიიღე 125, 200 ან 300 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (8)

  • Gela
    10 თებ 2019, 18:06

    კარგი ფეხბურთელია თუმცა ბარსაში ვერანდა ვერ გაიხსნა

  • მესი10
    09 თებ 2019, 23:30

    ციტატა: Barsa1899
    ებიჯო რა შეეცით კოუს, მაგარი ფეხბურთელია პროსტა მეტი სათამაშო დრო უნდა და ჩადგება ფორმაში. მაგრა მჯერა რო ეგ გაამართლებს და მალე ძირითადი კამანდის ფეხბურთელი იქნება


    რა მეტი სათამაშო დრო? ყველა მატჩში ძირითადშია და რას მიკეთებს? მართლა არ უყურებთ ფეხბურთს თუ ღადაობთ? რა სათამაშო დრო არ აქვს?

  • M10 S9 D11
    09 თებ 2019, 21:30

    თუ არ მოუმატა აუცილებლად უნდა გაყიდონ

  • Barsa1899
    09 თებ 2019, 20:26

    ებიჯო რა შეეცით კოუს, მაგარი ფეხბურთელია პროსტა მეტი სათამაშო დრო უნდა და ჩადგება ფორმაში. მაგრა მჯერა რო ეგ გაამართლებს და მალე ძირითადი კამანდის ფეხბურთელი იქნება

  • messi2017
    09 თებ 2019, 17:03

    ციტატა: NovemberBoy
    ნეტა "მარკა" არ ახურებდეს..
    ორ დღეში ბართომეუმ ცალკე თქვა მისი იმედები გვაქვს და გაყიდვაზე არ ვფიქრობთო,კოუმ ცალკე თქვა ვვარჯიშობ და მიუხედავად იმისა,რომ არავინ იცის მომავალში რა მოხდება,მაინც ბოლომდე დავიხარჯებიო..
    რატო გაახურეს ამ ჟურნალისტებმა საქმე არ მესმის,სულ ჭორაობით როგორ არ უნდა დაიღალო ვერ მესმის,ერთი ისიცაა,ქართველ ჟურნალისტებს არ იცნობენ ეგენი,ჭორები და ბოროტი ამბებით სიხარული ამათ იციან თუ იციან :))
    მოკლედ ეს კაცი არსად მიდის,არტური დაიმტვრა,ჰოდა ნახევარდაცვის ასპარეზი თითქოს გაეხსნა მისდა ბედად,და ეგეც რო არ იყოს ყველაფერი წინაა!


    კოუტინიოს.ვინ ეკითხება გაყიდიან თუ აღჭრა აქ კიდე რაც წერია წაიკითხე კარგათ დაფიქრდებიანო სეზონის ბოლომდე აქბს დრო რომ აღიდგინოს ფრომა ხო ბართომეო დებილია მძორ ფორმაში მყოფ კოუტინიოს დაიტოვებს.და ფულს მილიონებს ჩაურიცხავს თვეში 2მილიონზე მეტა შოულობს მარტო ხელფასით

  • besobeso2477
    09 თებ 2019, 16:37

    მაგარი შემოგვტენა ამ ლივერპულმა! თავიდანვე ვიცოდი რომ ვერ გაამარტლებდა. ტიპს დარტყმუს მეტი არაფერი არა აქვს!

  • NovemberBoy
    09 თებ 2019, 16:30

    ნეტა "მარკა" არ ახურებდეს..
    ორ დღეში ბართომეუმ ცალკე თქვა მისი იმედები გვაქვს და გაყიდვაზე არ ვფიქრობთო,კოუმ ცალკე თქვა ვვარჯიშობ და მიუხედავად იმისა,რომ არავინ იცის მომავალში რა მოხდება,მაინც ბოლომდე დავიხარჯებიო..
    რატო გაახურეს ამ ჟურნალისტებმა საქმე არ მესმის,სულ ჭორაობით როგორ არ უნდა დაიღალო ვერ მესმის,ერთი ისიცაა,ქართველ ჟურნალისტებს არ იცნობენ ეგენი,ჭორები და ბოროტი ამბებით სიხარული ამათ იციან თუ იციან :))
    მოკლედ ეს კაცი არსად მიდის,არტური დაიმტვრა,ჰოდა ნახევარდაცვის ასპარეზი თითქოს გაეხსნა მისდა ბედად,და ეგეც რო არ იყოს ყველაფერი წინაა!

  • „Més que un club“
    09 თებ 2019, 16:25

    პროსტა გული მწყდება ლივერპულში რა მაგარი იყო რა ლონგ შუთები ჰქონდა და ბარსაში სულ დაკარგა თავისი თავი