მადრიდის “რეალის” ყოფილი მთავარი მწვრთნელი, ჯონ ტოშაკი აღიარებს, რომ “ბარსელონას” არგენტინელი თავდამსხმელის, ლიონელ მესის თამაშით აღფრთოვანებულია.
“მე თითქმის 70 წლის ვარ. მინახავს ბევრი ფეხბურთელი, მაგრამ ისეთი, როგორიც მესია, არასდროს მინახავს. მოთამაშეები ერთმანეთს ცვლიან, მაგრამ ის ყოველთვის “ბარსელონაში” რჩება. როდესაც მესის თამაშს უყურებ, გაღიმება გინდება. მე აბსოლუტურად აღფრთოვანებული ვარ მისით და ამიტომაც მის შეცდომებს ვერ ვამჩნევ. ვხედავ ყველაფერს, რასაც მესი აკეთებს და ვერაფერს, რაც არ მომწონს. როგორც მოედანზე, ისევე მის გარეთაც.” – ციტირებს ტოშაკის სიტყვებს Mundo Deportivo.



მესის გამო დავიწყე შარშან ფეხბურთის ყურება
ეჰ ეს რომ კარიერას დასრულებს მერე რა ვქნათ 😑
კაი ხანი ვერ ვნახავთ მესის მსგავს იგროკს კაი ხანი
პელეს და მარადონას ეპოქის კაცი რო მაგას იტყვი, ეე მანდ მართლა ეგრეა