უელსის ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, ჯონ ტოშაკმა განაცხადა, რომ სამი წლის წინ ”ბარსელონას” გარეთ ბეილის შეძენა ურჩია. ბეილი ამჟამად ”ტოტენჰემის” ლიდერია და ევროპაში ერთ-ერთ საუკეთესო პერსპექტიულ ფეხბურთელად ითვლება.
ჯონ ტოშაკი: ”მე ვესაუბრე ჩიკი ბეგირისტაინს და ვაცნობე, რომ არის ერთი საინტერესო ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომლის პროგრესზე დაკვირვება საჭირო იყო. ”ბარსა” საუკეთესო კლუბია, ხოლო ბეილი საუკეთესო ფეხბურთელი. მესი საუკეთესოა მოედნის გარკვეულ მონაკვეთში, ბეილი კი ყველა სივრცეში საუკეთესოა. ის ძალიან სწრაფი ფეხბურთელია”.


