მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მაურისიო პოჩეტინო “ბარსელონასთან” მატჩის წინ

მაურისიო პოჩეტინო “ბარსელონასთან” მატჩის წინ

“ტოტენჰემის” მთავარმა მწვრთნელმა, მაურისიო პოჩეტინომ “ბარსელონასთან” გასამართი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-6 ტურის მატჩის წინ კომენტარი გააკეთა.

“როდესაც “ბარსელონასთან” თამაშობ, ზეწოლას ყოველთვის გრძნობ. მათი შემადგენლობა წარმოუდგენელია. მოტივაცია და მიდგომა იგივე გვექნება, როგორც ჩვეულებრივად. შევეცდებით ჩვენი სამუშაო რაც შეიძლება უკეთ შევასრულოთ.

თუ პლეი-ოფში გავალთ, ეს მშვენიერი იქნება. ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ასეთი შესაძლებლობის დაუფლებაა.

უნდა ვიყოთ მზად ფიზიკურად, ტაქტიკურად და ფსიქოლოგიურად. აუცილებელია ფოკუსირება დავალებებზე, რომლებიც ჩვენ დავისახეთ. ვკონცენტრირდებით არა “ბარსელონაზე”, არამედ საკუთარ თავზე.” – განაცხადა არგენტინელმა სპეციალისტმა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში