workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

დღის მთავარი მატჩი

check_circle დასრულდა
MATCHDAY
ლა ლიგა schedule 18:15

ვალენსია

ვალენსია ლოგო
0 - 5
ბარსელონა ლოგო

ბარსელონა

arrow_forward მატჩ-ცენტრი
იამალი 6'sports_soccer ფერმინი 22'sports_soccer რაფინია 50'sports_soccer პედრი 79'sports_soccer იამალი 84'sports_soccer
“ატლეტიკო”-“ბარსელონა”: სავარაუდო შემადგენლობები

“ატლეტიკო”-“ბარსელონა”: სავარაუდო შემადგენლობები

სანაკრებო პაუზის შემდეგ საკლუბო ფეხბურთი ბრუნდება. ლა ლიგის მეცამეტე ტურში “ბარსელონა” სტუმრად მადრიდის “ატლეტიკოს” დაუპირისპირდება. მასპინძლები ცხრილში მესამე პოზიციას იკავებენ და სტუმრებს 1 ქულით ჩამორჩებიან.
ერნესტო ვალვერდეს გუნდს შანსი აქვს, “ბეტისთან” წაგების შემდეგ (3-4) პრინციპულ მეტოქესთან გამარჯვებით განწყობა გამოიკეთოს. რაც შეეხება “როხიბლანკოს” წინა შეხვედრას, დიეგო სიმეონეს შეგირდებმა თავიანთ გულშემატკივარს “ატლეტიკთან” ქამბექი შესთავაზეს.
კატალონიელებს ამ მატჩში ფილიპე კოუტინიო ვერ დაეხმარება, რომელსაც ჯერ კიდევ აწუხებს მარჯვენა ფეხის ტრავმა. ბრაზილიელი ჩემპიონთა ლიგაზე, პსვ-სთან გასვლით შეხვედრაში დაბრუნდება.
განაცხადში კოუტინიოს გარდა ტრავმების გამო ვერ მოხვდნენ რაკიტიჩი, ვერმალენი და სამპერი, ხოლო მწვრთნელის გადაწყვეტილებით 18 კაცს მიღმა დარჩა დენის სუარესი.
ვალვერდეს აზრით, წელს გუნდს შედარებით სუსტ კონკურენტებთან გამარჯვების მოპოვება უფრო უჭირს. “ბარსელონას” მწვრთნელმა ისიც განაცხადა, რომ “ვანდაზე” ჩემპიონთა ლიგის ფინალში თამაშის სანაცვლოდ ამ შეხვედრის წაგებას არ დათანხმდებოდა.
დიეგო სიმეონესთვის კი “ბარსელონასთან შეხვედრა ყოველთვის დიდ ძალისხმევას მოითხოვს. ეს მსოფლიოში საუკეთესო გუნდია .”
“ატლეტიკოს” ლაზარეთში მატჩამდე 3-მა მცველმა გადაინაცვლა – გოდინმა, ხიმენესმა და ხუანფრანმა, თუმცა სიმეონე ამაზე დიდად არ დარდობს.
“პრესისთვის შესაძლოა ტრავმები უფრო საინტერესო იყოს, ვიდრე მატჩი, მაგრამ ჩვენთვის ეს ასე არაა.” სამაგიეროდ, არგენტინელ მწვრთნელს დიეგო კოშტა, ლემარი, ლუკას ერნანდესი, კოკე და სავიჩი დაუბრუნდნენ.
კითხვის ნიშნები არც ვალვერდეს სავარაუდო შემადგენლობას აკლია. გუნდში 2-თვიანი პაუზის დაბრუნდა უმტიტი და სათუოა ის იდგება დაცვის უკანა ხაზში თუ ლანგლე. რაკიტიჩს სავარაუდოდ არტურო ვიდალი ჩაანაცვლებს, შეტევის ხაზი კი მთლიანად მესისა და სუარესზე იქნება დამოკიდებული.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward