“ბარსელონას” მცველს, ჟერარ პიკეს, ამბიციური გეგმები აქვს. L’Equipe-სთან ინტერვიუში, ის აცხადებს, რომ საფეხბურთო გუნდის ყიდვას და ახალი ტურნირის შექმნას აპირებს.
“ჩვენს კომპანიას ორი პროექტი აქვს. ერთ-ერთი, გუნდის ყიდვაა. ბოდიში, მაგრამ ამაზე მეტს ვერაფერს ვიტყვი. მეორე კი ისაა, რომ დავაარსოთ ახალი ტურნირი, ან უკვე არსებული გამოვიყენოთ”.
პიკეს კომპანიამ უკვე იყიდა ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული საჩოგბურთო ტურნირი, დევისის თასი, რამაც საზოგადოების ნაწილის, მათ შორის, როჯერ ფედერერის უკმაყოფილება გამოიწვია. ფედერერმა პიკეს შეჯიბრის მისაკუთრება და მისი “პიკეს თასად” გადაქცევა დააბრალა.
“ამაზე დროს არ დავკარგავ. “პიკეს თასის” შექმნა ნამდვილად არ მინდა, უბრალოდ მსურს, კარგი ტურნირი დავაარსო. ამას მოწინააღმდეგეებიც ყავს და მომხრეებიც, მაგალითად, რაფაელ ნადალი და სხვები”. – ამბობს პიკე.
gaushvan es sanam normaluri fasi girs tore mzevdeba ukve
ატლეტიკო იყიდე :დდდ
დაცვას მიხედე