“ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა, ერნესტო ვალვერდემ, “ატლეტიკოსთან” შეხვედრის წინ პრესკონფერენცია გამართა.
“ჩვენ ვართ გუნდები, რომლებსაც ჩამოყალიბებული თამაშის სტილი აქვთ. ვეცდებით, რომ თამაში ძლიერად დავიწყოთ და უპირატესობა საწყის წუთებშივე მოვიპოვოთ.
განსაკუთრებული ყურადღება მადრიდელების კონტრშეტევებს და სტანდარტებს უნდა მივაქციოთ. მათ საფრთხის შექმნა სწრაფი ფეხბურთელების ხარჯზეც შეუძლიათ.
“ატლეტიკო” ჩემპიონობის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია, ასე რომ, მათ დასამარცხებლად ყველაფერს გავაკეთებთ.
დიდ მატჩებში, ჯერჯერობით, კარგად გამოვდივართ და იმედია, ეს ტრადიცია ხვალაც გაგრძელდება.
კარგია, რომ სამუელ უმტიტი ბრუნდება, მაგრამ მაშინაც არ გვიჭირდა, როცა ცენტრალური მცველის პოზიციაზე მხოლოდ ორი ფეხბურთელი გვყავდა.
ძალიან დიდი პოტენციალი გვაქვს და თუ მას სრულად გამოვავლენთ, წინ ვერავინ დაგვიდგება”.




რა არ გვიჭირდა, შეჩემისა, 12 მატჩში 18 გოლი გვაქვს გაშვებული. ნუ გამობიძინავდი
რომელი მწვრთნელი იტყვის მაგას სერიოზული დარხეული გვქონდა უმტიტის გარეშე და კიდე კაი დაბრუნდაო???
კარგს თუ არ ამბობ, არ ნიშნავს რო უეჭველი ცუდი უნდა თქვა. საერთოდ რო არ თქვა არაფერი, ეგეც შეგიძლია.
რა არ გვიჭირდა, შეჩემისა, 12 მატჩში 18 გოლი გვაქვს გაშვებული. ნუ გამობიძინავდი
რომელი მწვრთნელი იტყვის მაგას სერიოზული დარხეული გვქონდა უმტიტის გარეშე და კიდე კაი დაბრუნდაო???
არ წააგო თორე გინება არ აგცდება
"კარგია, რომ სამუელ უმტიტი ბრუნდება, მაგრამ მაშინაც არ გვიჭირდა, როცა ცენტრალური მცველის პოზიციაზე მხოლოდ ორი ფეხბურთელი გვყავდა."
რა არ გვიჭირდა, შეჩემისა, 12 მატჩში 18 გოლი გვაქვს გაშვებული. ნუ გამობიძინავდი