გუშინ ღამით, ჩილეს და კოსტა რიკის ნაკრებებს შორის, “ესტადიო ელ ტენიენტეზე” ამხანაგური მატჩი გაიმართა.
თამაში მასპინძლების უპირატესობით დაიწყო, მაგრამ სამხრეთ ამერიკელებმა გატანა ვერ მოახერხეს. სამაგიეროდ, მომენტები კოსტა რიკამ გამოიყენა. 36-ე წუთზე სტუმრები კენდალ უოსტონმა დააწინაურა. 59-ე წუთზე მან დუბლი გაიფორმა, 5 წუთში კი რონალდ მატარიტამაც გაიტანა და მოულოდნელი სხვაობა დააფიქსირა.
ჩილემ სიტუაციის დაძაბვა მატჩის ბოლოს მოახერხა. 70-ე წუთზე, ალექსის სანჩესის ჯარიმის შემდეგ, სებასტიან ვეგასმა თავით გაიტანა. 82-ზე სანჩესმა თერთმეტმეტრიანი ვერ გაიტანა, მაგრამ ბოლო წუთზე მაინც გაიტანა. დამატებულ წუთებზე ანგარიში აღარ შეცვლილა – კოსტა რიკამ 3-2 მოიგო.
“ბარსელონას” ნახევარმცველი, არტურო ვიდალი ჩილეს ნაკრების შემადგენლობაში, როგორც ყოველთვის, საკვანძო ფიგურა იყო.
![ვიდალის ჩილე კოსტა რიკასთან 2-3 დამარცხდა [ვიდეო]](https://barcamania.ge/wp-content/uploads/2018/11/1542529933_b.jpg)

