მადრიდის “ატლეტიკოს” ორი მცველი, ლუკა ერნანდესი და ხოსე მარია ხიმენესი, 24 ნოემბერს “ბარსელონას” წინააღმდეგ თამაშისთვის მზად იქნება. ამ ინფორმაციას კატალონიური Sport ავრცელებს.
ორივე ფეხბურთელმა ტრავმა ჩემპიონთა ლიგაზე, “დორტმუნდთან” მატჩში მიიღო. მათ ბილბაოს “ატლეტიკთან” შეხვედრა გამოტოვეს, 9 დღეში კი, “ბარსას” დახვედრამდე, გამოჯანსაღების პროცესი დასრულებული უნდა იყოს.
მიუხედავად ამისა, “როხიბლანკოს” უკანა ხაზზე პრობლემა მაინც ექნება: დიეგო გოდინის თამაში პრაქტიკულად გამორიცხულია. ამასთან ერთად, საეჭვოა დიეგო კოსტას თამაშიც, რომელსაც ფეხი აქვს დაზიანებული.




ბარსელონასთვის კაია ეგ მესიმ უნდა შეაგდოს