8 მაისს, თბილისის დროით 18:15 საათზე, კატალონიის “ბარსელონას” ლა ლიგის ერთ-ერთი გადამწყვეტი მატჩი ელის, რომელშიც მადრიდის “ატლეტიკოს” დაუპირისპირდება.
ახლა კი, Diario SPORT-ის ინფორმაციით, “როხიბლანკოს” დღევანდელ ვარჯიშს ხოსე მარია ხიმენესი და რენან ლოდი აკლდნენ, რომელთაც კუნთის დაზიანება აწუხებთ.
წყაროს ცნობით, დიეგო სიმეონეს გუნდის უკანახაზელებმა ინდივიდუალურად ივარჯიშეს, რათა ტრავმის მოშუშება შეძლონ.
ურუგვაელის “ბლაუგრანასთან” თამაში გამორიცხული არაა, თუმცა – არც დადასტურებული. რაც შეეხება ლოდის, ბრაზილიელს “ბარსასთან” შეხვედრაში დაბრუნება გაუჭირდება.
ამჟამად, “ჩოლოს” შეგირდები პრიმერა დივიზიონის სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზე იმყოფებიან, “ლურჯ-ბროწეულისფერები” კი მათ 2 ქულით ჩამორჩებიან.




საკმაოდ დიდი დანაკლისია დაცვაში.ჩოლოსთვის შეტევის გაძლიერების ერთ-ერთი ოპცია ერმოსოს ლოდით შეცვლაა,ხიმენესიც ძაან მნიშვნელოვანი ფიგურაა დაცვის ცენტრში
ხოოო, დიდი დანაკლისი იქნება ატლეტიკოსთვის რა.
იცოდნენ ალბათ წინასწარ და მაგიტო ზეიმობდნენ გუშინ ჩემპიონობას