მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ივან რაკიტიჩის ხორვატიამ ბუსკეტსის, ალბას და რობერტოს ესპანეთი ბოლო წუთზე დაამარცხა

ივან რაკიტიჩის ხორვატიამ ბუსკეტსის, ალბას და რობერტოს ესპანეთი ბოლო წუთზე დაამარცხა

ერთა A ლიგის მე-4 ჯგუფში, ზაგრებში, ერთმანეთს ხორვატიის და ესპანეთის ნაკრებები დაუპირისპირდნენ. 

პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა. მეორე ნახევრის დაწყებიდან მალევე, 54-ე წუთზე, ანდრეი კრამარიჩის გოლით მასპინძლები დაწინაურდნენ, თუმცა წონასწორობა რამდენიმე წამში აღდგა. თავი დანი სებალიოსმა გამოიჩინა. ხორვატია წინ კიდევ ერთხელ 69-ე წუთზე გავიდა, მაგრამ ტიმ იედვაის გოლს ესპანელებმა ისევ უპასუხეს. დაახლოებით 10 წუთში, სერხიო რამოსმა ანგარიში თერთმეტმეტრიანი დარტყმით გაათანაბრა. გადამწყვეტი ბურთი კი დამატებულ წუთებზე გავიდა: იედვაიმ დუბლი გაუფორმა და ბალკანელებს 3 ქულა მოუტანა. 

“ბარსელონას” ფეხბურთელებიდან, ამ მატჩში მონაწილეობა ივან რაკიტიჩმა (67 წთ.), სერხიო ბუსკეტსმა, სერჟი რობერტომ და ჟორდი ალბამ მიიღეს. 

ჯგუფში მდგომარეობა ასეთია: 4 თამაშის შემდეგ, ესპანეთს 6 ქულა აქვს, ხორვატიას და ინგლისს კი – 3 თამაშის შემდეგ – 4-4. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (2)

  • publius kornelius
    schedule 16 ნოე 2018, 10:50

    რა ბილეთი გამისხა თითქმის 800 ლარს ვიგებდი 12 კუში მქომდა გადაბმული და , როგორ გაგინოთ ბანი ახალი მოხსნილი მაქ

  • Anastasia13
    schedule 16 ნოე 2018, 02:01

    ციტატა: M10 S9 D11
    რობერტომ ესპანეთის ნაკრებშიც თოხლა რა ვეღარ უნდა მიხვდნენ ეს ვალვერდე და ენრიკე რო დაცვაში მინუს უსასრულობაა


    დანი დაბრუნდება და…. relieved