ბოლო თვეების განმავლობაში, “აიაქსის” ახალგაზრდა ფეხბურთელებს, ფრენკი დე იონგს და მატეის დე ლიგტს, სხვა გრანდებთან ერთად, “ბარსელონას” საკმაოდ ხშირად უკავშირებენ. 21 წლის ნახევარმცველმა Voetbal International-თან ინტერვიუში ამ თემაზე კომენტარი გააკეთა.
“ვფიქრობ, დე ლიგტი ბოლოს გუნდს 68 მილიონის სანაცვლოდ დატოვებს”. – თქვა დე იონგმა.
ფრენკიმ ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ თავადაც სიამოვნებით შეუერთდებოდა იმ კლუბს, რომელშიც დე ლიგტი გადავიდოდა, თუმცა, “ახლა, ეს მთავარი განსახილველი თემა არ არის”.
ამ ორი ჰოლანდიელი მოთამაშისთვის ევროპაში დიდი ბრძოლაა, თუმცა ყველაზე რეალური მათი “ბარსელონაში” გადასვლა იქნება.




ვალვერდეს ხელში ამათ ყიდვას მნიშვნელობა არა აქვს