“ბეტისთან” დამარცხების შემდეგ, “ბარსელონას” მხრიდან პირველი კომენტარი ჩილელმა ნახევარმცველმა, არტურო ვიდალმა გააკეთა, რომელიც თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და გუნდის მეორე გოლი გაიტანა.
“ცუდად დავიწყეთ, რითაც მეტოქემ ისარგებლა. მათ შანსები გამოიყენეს, ამის შემდეგ კი, რა თქმა უნდა, ძალიან გაგვიჭირდა. მეორე ტაიმში ვიბრძოლეთ, მაგრამ არ გაგვიმართლა.
მუშაობა უნდა გავაგრძელოთ. არ შეიძლება, “კამპ ნოუზე” გუნდები ჩამოვიდნენ და 4 ბურთი გაგვიტანონ. შეცდომებს გამოვასწორებთ და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს აღარ განმეორდეს”.


ვიდალ ყოჩაღ, მაგარი ხარ!
70ზე კი არა რაკიტიჩს ბევრად სჯობს, ჯერ მარტო იმით რომ ამის თამაშში სიცოცხლე ჩქეფს და რაკიტიჩს მგონია რომ ძინავს
eg agar ganmeordebaa sxvaa angarishebii ganmeordebaa valodiaa tuarr gaushveess