“ბარსელონას” და “ბეტისის” თამაშამდე ერთი დღით ადრე, პრესკონფერენცია ანდალუსიელთა დამრიგებელმა, კიკე სეტიენმაც გამართა.
“ერთი და იგივე სტილი გვაქვს, მაგრამ, განსხვავება ისაა, რომ “ბარსა” უკვე 25 წელია ამას აკეთებს, ჩვენ კი მხოლოდ წელიწად-ნახევარი. არ ვიცი, რამდენად შევძლებთ მეტოქის დაჯაბნას, თუმცა ცდას არ დავაკლებთ. როცა ბურთი არ გვექნება, დაცვას დიდი ყურადღება უნდა მივაქციოთ.
იმედი მაქვს, საგოლე ეპიზოდების გამოყენებას უკეთესად შევძლებთ, ვიდრე წინა შეხვედრაში, “მილანთან”. იქ 5 რეალური მომენტი შევქმენით, მაგრამ ვერ ვისარგებლეთ. მჯერა, რომ ეს შეიცვლება და რეალიზაციის მაჩვენებელს გამოვასწორებთ.
ჩვენ ბურთის გაკონტროლებას, მეტოქის ნახევარზე “ბარსას” ფეხბურთელების წნეხის ქვეშ მოქცევას ვეცდებით”. – თქვა სეტიენმა.


