მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ლოსანო: “ესპანეთში ჩემი ფავორიტი კლუბი “ბარსელონაა”

ლოსანო: “ესპანეთში ჩემი ფავორიტი კლუბი “ბარსელონაა”

ჰოლანდიური პსვ-ს ახალგაზრდა უნიჭიერესმა მექსიკელმა ვინგერმა, ირვინგ ლოსანომ თავისი ფავორიტი კლუბების შესახებ ისაუბრა.

“მე ძალიან მომწონს “მანჩესტერ იუნაიტედი”. ესპანეთში ჩემი ფავორიტი კლუბი კი კატალონიის “ბარსელონაა”. ვიმედოვნებ, ერთხელაც ღმერთი პრემიერ ლიგაში თამაშის შანსს მომცემს. ეს ჩემპიონატი ძალიან მომწონს და ვფიქრობ, რომ შესანიშნავი ტურნირია.

ძალიან კარგი იქნება თუ პრემიერ ლიგის რომელიმე კლუბში ვითამაშებ, მაგრამ ჩემი ოცნება ერთ-ერთ გრანდში თამაშია. იმედი მაქვს, ღმერთი მომცემს შანსს.” – განაცხადა 23 წლის მექსიკელმა TalkSports-თან ინტერვიუში.

პსვ-ს მაისური ლოსანომ მიმდინარე სეზონში 19-ჯერ მოირგო, მეტოქის დამწუხრება მექსიკელმა 11-ჯერ მოახერხა და 5 შედეგიანი გადაცემაც მიითვალა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (6)

  • gelantia
    schedule 11 ნოე 2018, 00:22

    ჩაკი შე ძველო 🤣🤣აბა ზაფხულში რო თქვა ბარსა და რეალი ერთი ჩორტიაო 🤭🤭🤣🤣

  • vegassi54
    schedule 10 ნოე 2018, 18:06

    მსოფლიოზეც მშვენივრად ითამაშა კარგი ახალგაზრდაა.

  • SHOTAMESSI10
    schedule 10 ნოე 2018, 14:18

    მოიყვანეთ ლოზანო

  • Onl Y Human
    schedule 10 ნოე 2018, 13:56

    როგორ მევასება ლოსანო

  • Basi
    schedule 10 ნოე 2018, 12:37

    gaasxmevinet dembeles 120 limonadd moiyvanet losanoo suftaa marcxenaa vingerii maincsriss
    toree wvriltavaa zangii zaann atrakebss magari udisciplinoaa tipii tan gundss ver ergebaa ragacnairadd

  • Arctic Wolf
    schedule 10 ნოე 2018, 12:15

    ხალხო, დოლბერგზე, როგორც მომავალში სუარესის შემცვლელზე, რას ფიქრობთ? 21 წლის ახალგაზრდა და პერსპექტიული ცენტრალური თავდამსხმელია, დანიელია, თამაშობს "აიაქსში," რაც "ბარსასთვის" ასევე პლუსია. ძლიერია დრიბლინგსა და გოლის შესრულებაში და აქვს, რა თქმა უნდა, განვითარების დიდი პერსპექტივა.